დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
რიწის ტბა

რიწის ტბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

რიწის ტბა აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მეტრზე (აფხაზეთის ტერიტორია ამჟამად ოკუპრებულია რუსეთის მიერ). შერეული ტყით შემოსილ მთებს შორის მოქცეული ლურჯად მოლივლივე დიდი ტბა საოცრად ლამაზ სანახაობას წარმოადგენს და დიდ შთაბეჭდილებს ახდენს მნახველზე. რიწის ტბა და მისი მიდამოები უმშვენიერესია წლის ყველა სეზონზე. ტბის ქვაბული წარმოქმნილია გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად. რიწის ტბის სარკის ფართობია 1,49 კმ², მაქსიმალური სიღრმე კი 101 მეტრი, იგი ამიერკავკასიაში ყველაზე ღრმა ტბაა. მას 6 მდინარე ერთვის, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება მდინარე იუფშარა. წყლის დონე მაქსიმუმს მაისში აღწევს, უმცირესს კი - თებერვალში. ტბაში თევზებიდან მხოლოდ კალმახი ბინადრობს. ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად 1946 წელს რიწის დაცული ტერიტორია შეიქმნა. რიწა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ტბაა და დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

თეგები: #ოკუპირებული ტერიტორია #ბუნება #ტბა #წყალი
43.481389 , 40.541389
ხანგრძლივობა: 1 საათი

დაიქირავე გიდი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

+63 გიდი ყველა გიდის ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Andri Mekerishvili
Andri Mekerishvili

Რიწის ტბა არის Თუ არა კულტურული მემკვიდრეობა ?

Giorgi Mamukashvili
Giorgi Mamukashvili

რიწის ტბა კულტურული მემკვიდრეობა არის

1 შეფასება
5
Andri Mekerishvili

10/10

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე რიწის ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!