vlcsnap-2019-12-18-20h51m21s139

მოხისი - დიდგორი - ჭილის ტბა

ველობილიკი

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი

მოხისი - დიდგორი - თბილისის ველომარშრუტი იწყება ნიჩბისი-დიდგორის გზის გადასახვევიდან, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. გზა მოასფალტებულია დიდგორის მონუმენტამდე, თუმცა არის საკმაოდ რთული აღმართები. ერთი საათში მთაზე ახვალთ საიდანაც სერს მიუყვებით. ამ ადგილიდან გზა მარტივდება და მიყავხართ დიდგორის მონუმნეტთან. მომუნეტიდან გზა მარჯვნივ გრძელდება და ტყეში შედის. აქ ასფალტი მთავრდება და ბილიკი მიუყვება სატყეო სამანქანო გზას, რომელიც გადის ქედზე, გაივლის ჭილის ტბასთან და სრულდება მუხათგვერდის სასაფლაოზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. მარშრუტის სიგრძე 22 კილომეტრია, გზა უმეტესად დაღმართია, თუმცა ადგილ-ადგილ შეხვდებით საკმაოდ ციცაბო აღმართებსაც, სადაც შეიძლება ველოსიპედის ხელით ატანაც კი მოგიწიოთ. წვიმიან ამინდში ამ ბილიკზე წასვლა არ არის რეკომენდებული, რადგან გზა ძალიან ტალახდება და თავლაფდასხმულები დაბრუნდებით სახლში.

ეს ველობილიკი გამოირჩევა პანორამულობით, ქედის ორივე მხარეს ულამაზესი ხედებია, განსაკუთრებით კი ბილიკის ბოლო ნაწილი მოგხიბლავთ, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანს. გზა საშუალოდ ტექნიკურია, შეხვდებით ქვიან ადგილებს, თუმცა ბილიკი მთლიანად სამანქანო გზას მიუყვება და აქედან გამომდინარე არ ახასიათებს განსაკუთრებული სირთულე.

ტრანსპორტი:

მარშრუტის საწყის წერტილამდე - ნიჩბისის გადასახვევთან მიდის მოასფალტებული საავტომობილო გზა. აქ მოსახვედრად შეგიძლიათ გაყვეთ მანგლისის მიკროავტობუსს, რომელიც გაივლის დიდგორი-ნიჩბისის გადასახვევთან (ეს არის სოფელ მოხისის გადასახვევამდე 2 კილომეტრით ადრე). რაც შეეხება უკან დაბრუნებას, მუხათგვერდის სასაფლაოდან შეგიძლიათ ჩახვიდეთ დიღომში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ N69 ყვითელი ავტობუსით, რომელიც მიდის მუხათგვერდის სასაფლაოდან მეტრო დიდუბემდე.

ხანგრძლივობა
6 საათი
სირთულე
მარტივი
მანძილი
40 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
50 კმ
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მოხისი - დიდგორი - ჭილის ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!