დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

საჩინის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

საჩინის მონასტერი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მდებარეობს. იგი XIV საუკუნით თარიღდება. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც გეგმაში კვადრატულია. ტაძარი დაზიანებულია: ჩამოშლილია აფსიდის კონქი და ჩრდილოეთ მკლავის კამარა, აღმოსავლეთ მკლავის ზედა ნაწილი და აქა-იქ ლავგარდანიც ჩამონგრეულია, გუმბათიდან შემორჩენილია ერთი სარკმელი და ორი მომიჯნავე სარკმლის თითო წირთხლი, სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მთლიანად დანგრეულია. შესასვლელი სამია - სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა შემაღლებული და გამოყოფილი ყოფილა შირიმის კანკელით, რომლისგანაც ფრაგმენტებია შემორჩენილი. აფსიდში შეისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ასეთივე ორ-ორი სარკმელია დანარჩენ მკლავებშიც. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით კვადრატული თითო დამხმარე სათავსია (სამკვეთლო და სადიაკვნე), საკურთხევლს მხოლოდ სამკვეთლო უკავშირდება - ბრტყლად გადახურული განიერი კარით. ორივე სამკვეთლოს დასავლეთიდან შესასვლელი აქვს, რომლებითაც შესაბამის მკლავებს უკავშირდებიან. ორივე სადგომი შეისრული კამარითაა გადახურული და აღმოსავლეთ კედელში მოწყობილი თითო შეისრულთაღიანი სარკმლით ნათდება. სამკვეთლოსა და სადიაკვნის სათავსებია მოწყობილი, მსგავსი თითო სათავსი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხის ნაწილების თავზეცაა. დასავლეთის სათავსები დასავლეთის თითო ვიწრო და მაღალი სარკმლით ნათდება. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგარ, გეგმით ჯვაროვან, ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათქვეშა ნახევარწრიული თაღების გარდა, ეკლესიის ყველა თაღი და კამარა შეისრულია. გუმბათქვეშა თაღების ქუსლებთან ორი ლილვისგან შედგენილი იმპოსტებია გამოყოფილი. ეკლესიის ჩრდილოეთ შესასვლელის წინ სწორკუთხა ნატეხი ქვით ნაგები კარიბჭეა, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარიბჭე შეისრული კამარითაა გადახურული, კამარა აგურით ნაწყობ ოთხ შეისრულ თაღს ეყრდნობა. ეკლესიის შესასვლელის ორივე მხარეს თითო დიდი, შეისრული თაღით გადახურული ბრტყელი ნიშია, რომელთა სიღრმეში თითო პატარა ნიშია. კარიბჭეში ორი აკლდამაა. ფასადები მოპირკეთებულია სუფთად თლილი შირიმის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლები ორმაგი ლილვით შედგენილ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული. თითოეული სარკმლის ზევით თითო გირჩია მოთავსებული. საკურთხევლის სარკმლის ზემოთ ორმაგ ლილვშემოვლებული, სადა, მაღალი საფასადო ჯვარია. ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილზე პატარა, ლილვშემოვლებული გლუვი გირჩია, განივი მკლავების ბოლოებში კი - თითო წრე. ჯვრის მკლავის ქვემოთ ოთხსტრიქონიანი ასომთავრული, რომელშიც მოხსენიებულია ზურაბ საგინის ძე. დასავლეთ ფასადის მხატვრული გადაწყვეტა აღმოსავლეთის ფასადის მსგავსია. დასავლეთის შესასვლელი მაღალი, ორმაგი ლილვით შედგენილი დეკორატიული თაღითაა შემკული. შესასვლელის ორივე მხარეს ორ-ორი კონსოლია, რომლებსაც კარიბჭის გადახურვა ეყრდნობოდა. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე სარკმლებს ოთხი ლილვისგან შედგენილი თაღოვანი ჩარჩო ამკობს. სარკმლებს შორის მოქცეულია სამი ლილვისგან შედგენილი კონა, ლილვების მოლოებთან თითო სადა ბურთულიაა. გუმბათი, როგორც ჩანს, ათსარკმლიანი ყოფილა. გუმბათის ყელი სარკმელთა თაღოვანი მოჩარჩოებით იყო დეკორირებული, რომელთა პროფილს შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული ამოზნექილი სადა ზედაპირი შეადგენდა. ეკლესიის ირგვლივ ქვით-კირის დაბალი გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

ტურები კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე საჩინის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!