
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
საირხის ნაქალაქარი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხეში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია და ძვ.წ. VIII-I საუკუნეებს მოიცავს. ნაქალაქარი განლაგებულია 15 ბორცვზე, 70 ჰა ფართობზე. დღესდღეობით მთლიანად გათხრილი და შესწავლილია საბადურისა და სახოველის გორები, ნაწილობრივ - წყაროსთავის და ვეშაპიძის გორები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლინდა ნამოსახლარი, სამაროვნები, საკულტო ტაძრის სვეტის ულამაზესი ბაზისი, ძვირფასი სამკაულები, კერამიკა და სხვა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ჯ. ნადირაძე, გ. ლორთქიფანიძე და გ. ყიფიანი, ფირობენ, რომ საირხე პტოლემაიოსთან ნახსენები „სარაკე“ შეიძლება იყოს, მ. ინაძე კი მიიჩნევს, რომ საირხის ნაქალაქარი გაიგივებული უნდა იქნას სტრაბონისეულ „ფრიქსეპოლის-იდეესასთან“. ჯ. ნადირაძის აზრით, ადრეანტიკურ ხანაში საირხე ტერიტორიულ პრინციპებზე შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც სამეფო ხელისუფლებას დამორჩილებულ საგამგეო ქალაქს წარმოადგენს. ქალაქის სათავეში ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი დგას, რომელიც სამეფო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული უფლებებით აღჭურვა და თავის მოხელედ აქცია. ძვ.წ. III-I საუკუნეებში იგი განაგრძობს არსებობას, როგორც იბერიის სახელმწიფოს ერთ-ერთი პროვინციის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი. ზ. ბრაგვაძე ფიქრობს, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეებში საირხე კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის - სკეპტუხიის ცენტრი იყო. საირხის ქვეყნის ადგილობრივი გვაროვნული არისტოკრატია ადმინისტრაციული ფუნქციებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი. ფარნავაზის ექსპანსიის აქტიური დასაწყისი უნდა განხორციელებულიყო ძვ.წ. 279 წლის შემდეგ ხანაში. ძვ.წ. II ს-ში ის, როგორც ჩანს კვლავ ინარჩუნებს ფარნავაზის მიერ შექმნილი საგამგეო ერთეულის ცენტრალური ქალაქის ფუნქციას. ძვ.წ. II-I საუკუნეებიდან კი იგი გვევლინება, როგორც ყვირილის ხეობის რიგითი დასახლებული პუნქტი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა