
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
საქართველოს პარლამენტის შენობა ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. მასში განთავსებულია საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - პარლამენტი, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას. პარლამენტის შენობა საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობის სახლი იყო. იგი საბჭოთა პერიოდის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. შენობა ორი კორპუსისგან შედგება, ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს, მეორე, რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი კი - 1953 წელს. ორივე კორპუსის გადაწყვეტაში გამოყენებულია ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივები, როგორც ცალკეულ ნაწილთა კომპოზიციაში, ისე დეკორსა და მოსაპირკეთებელ მასალაში- ოქროსფერი ტუფი. კორპუსებს შიდა ეზო-ვესტიბიული აერთიანებს, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს. პარლამენტის შენობის ადგილას ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი იდგა, რომელიც მეფის რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის აღსანიშნავად აიგო 1865-1866 წლებში. გასაბჭოების შემდეგ ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას 1938 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო მთავრობის სახლის მშენებლობა, რომელიც 1965 წლამდე გაგრძელდა. პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები: კოკორინი, ლეჟავა და ნასარიძე. პარლამენტის შენობის წინ ვითარდებოდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები. საბჭოთა არმიამ აქ დაარბია ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია, რაც მსხვერპლით დამთავრდა. პარლამენტის წინ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი დგას.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამოგესალმებით. მინდა მოსწავლეები 18 ივნისს წავიყვანო საქართველოს პარლამენტის შენობის დასათვალიერებლად და გთხოვთ მომწერეთ პირობები. მადლობა
სალამი, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს პარლამენტს. ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას.