
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
საკირის ციხე-დარბაზი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირესთან, მაღალი, კლდოვანი მთის წვერზე.
კომპლექსი განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. ციხე-სიმაგრეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს, აქედან შესანიშნავად მოჩანს სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ციხე სამ დონეზეა განლაგებული, ყველაზე დაბალია სამხრეთის მხარე, ჩრდილოეთ დონე უფრო მაღალია, მესამე დონე კი მთის წვერზეა. ქვედა ორ დონეს გალავანი აქვს შემოვლებული, მესამე დონეზე კი კვადრატული კოშკი-ციტადელია აღმართული. გალავნის დასავლეთ და ციტადელის სამკხრეთ კედლებს შორის ჩაშენებულია ციხის ეკლესია. ტაძარი, ისევე, როგორც თავად ციხე, ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის კამარა ჩაქცეულია, ინტერიერშია ჩაყრილი ნაგებობის ნაშალი ქვები და სივრცე ნახევრად ამოვსებულია. ტაძარი უაფსიდოა, სწორკუთხა საკურთხევლით. იგი მოპირკეთებული ყოფილა სუფთად თლილი ღვინისფერი ბაზალტის კვადრებით. ციხე-დარბაზი ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და გამოირჩევა წყობის სილამაზით. სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიები გვიანი შუასაუკუნეების ნამოსახლარს უჭირავს, რომელიც 6000 კვ.მ. ფართობზე ვრცელდება. ციხის აღმოსავლეთით, ფერდობთან, გვხვდება ძალიან დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვის მაგიდა. საკირის ციხე დარბაზის სამხრეთით, თითქმის მთის ძირას მდებარეობს ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია – “მიწის საყდარი”, რომელიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა