დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

company-940-x-788-3-1
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად

სამ დღიანი ტური თუშეთშის შესახებ

ეძებ დღემდე შემორჩენილ ტრადიციებს? ექსტრემალურ გზები გიზიდავს? საქართველოში ყველაზე მარალ დასახლებულ პუნქტს ხომ არ ეძებ? თუკი ყველაფერი ეს გინდა ნახო და შეიგრძნო უნდა წამოგვყვე თუშეთში - საქართველოს ყველაზე ლამაზ მხარეში!

თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით, თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.

ტურის დროს ჩვენ გავივლით ულამაზეს აბანოს უღელტეხილს. გადავხედავთ ალაზნის ველს ზემოდან. ვიხილავთ კესელოს კოშკებს, ულამაზეს სოფელ შენაქოს, რომელიც თავად გეუბნება რომ უნდა აქო! ვეწვევით დიკლოს ციხეს, უმაღლეს დასახლებულ პუნქტს საქართველოში და კიდევ მრავალ საინტერესო ადგილს მოვინახულებთ.

ამიტომ არ დაკარგო დრო და დაგეგმე შენი თუშური თავგადასვალი ჩვენთან ერთად!


უსაფრთხოება

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული და მაღალი გამავლობის ჯიპებით , ასევე გამოცდილი მძღოლებით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.


რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოსახერხებელი და დაბალი ფეხსაცმელი, რათა გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..


სირთულე

ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 7 კმ.

გეგმა:

01

დღე 1:

თბილისიდან ომალოს მიმართულებით გავდივართ დილის 04:00 საათზე.
დილით გვექნება პიკნიკი აბანოს უღელტეხილზე, რის შემდეგაც განვაგრძობთ გზას თუშეთის მიმართულებით.
თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.თუშეთის ცენტრად ითვლება ომალო.
თუშეთში ჩასვლის შემდეგ ვბინავდებით სასტუმროში სადაც გვექნება ერთი საათით შესვენება.
შესვენების შემდეგ გავეშურებით გაღმა თუშეთის სოფლების მოსანახულებლად
მოვინახულებთ სოფელ შენაქოს, შემდეგ გავემართებით სოფელ დიკოლსკენ სადაც მცირე საფეხმავლო ტური გვექნება ძველი დიკლოს მიმართულებით. საღამოს დავბრუნდებით ომალოში.
თუშური ვახშამი.
თუშური სამზარეულოსათვის დამახასიათებელია ადგილობრივი კერძები, როგორებიცაა: თუშური ხინკალი, რომელიც დაბეგვილი ხორცისაგან მზადდება, თუშური ცხვრის ყველი, რომელსაც ასევე გუდის ყველს უწოდებენ, თუშური ყველისაგან დამზადებული ხაჭაპური და საოცრად მრავალფეროვანი რძის ფროდუქტები.
P.S ცუდი ამინდის შემთხვევაში გაღმა თუშეთში არ გადავდივართ.

02

დღე 2:

დილის საუზმის მერე გვექნება ექსკურსია ძველ ომალოში სადაც მოვინახულებთ კესელოს კოშკებს.
საქართველოს ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები – ქვის ეს დრეკადი ნაგებობები თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნების თავდასხმებისგან თავის დასაღწევად. ამ კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. თუშეთში რომ კულტურა და არქიტექტურა უძველეს დროშივე იყო განვითარებული, ამაზე მეტყველებენ ასევე ფუტკრის სკის სტილის ნაგებობები.
კესელოს კოშკების მონახულების შემდეგ გავემგზავრებით პირიქითა თუშეთში, სადაც მოვინახულებთ ულამაზეს სოფლებს: დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი. დართლოში ვისადილებთ და შემდეგ დავბრუნდებით ომალოში.

03

დღე 3:

დილით გავეშურებით გომეწრის ხეობისკენ და მოვინახულებთ ულამაზეს სოფლებს, კერძოდ: ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ სოფელს ბოჭორნა(2350მ), დოჭუ, ბეღელა, ალისგორი, ვეძისხევი, ჯვარბოსელი,
დავბრუნდებით ომალოში, ვისადილებთ და გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით.

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ მაღალი გამავლობის ჯიპით ან დელიკით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები #კომერციული ტური
შეთავაზება დასრულებულია
555367382
toduamari03@gmail.com
ხანგრძლივობა: 3 დღე
ჯამური მანძილი: 7 კმ
სირთულე: საშუალო
გასათვალისწინებელი პირობები:

არ ვყრით ნაგავს
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწვსიტყვაობთ
ვიცვამთ სპორტულად, და ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები
ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში

გაუქმების პოლიტიკა

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ დროს, მომსახურების დაწყებამდე. გაუქმების საკომისიო თარიღების მიხედვით იხილეთ ქვემოთ. ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ 7 სამუშაო დღეში იმავე ბარათზე, რომლიდანაც შეასრულეთ გადახდა.

-2%
2% გაუქმების საკომისიო
2020-10-02 04:30 -მდე

რუკა

Map placeholder

ტურები კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

დასვი კითხვა

შეაფასე სამ დღიანი ტური თუშეთში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

შეთავაზება დასრულებულია

დაჯავშნა

ჯგუფის წევრები
1
გადახდის მეთოდი
2
თანახმა ვარ მივიღო SMS შეტყობინებები Georgian Travel Guide -ისგან

სავალდებულოა მინიმუმ 1 ადგილის დაჯავშნა.

1
Visa Mastercad

თქვენს ნომერზე გამოგზავნილია SMS კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ

კოდის მისაღებად გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ტელეფონი. ტელეფონის ნომრის შეყვანით თქვენ თანხმობას აცხადებთ Georgian Travel Guide -ისგან SMS ების მიღებაზე

SMS კოდი წარმატებით გამოიგზავნა

გმადლობთ! თქვენი ჯავშანი მიღებულია

ჯავშნის დეტალები გამოგზავნილია ელ. ფოსტაზე: . შეგიძლიათ იხილოთ ყველა ჯავშანი თქვენს პროფილში.

ჩემი ჯავშნები