
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
საბეროს სამონასტრო კომპლექსი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამღერეთის მიდამოებში მდებარეობს, მდინარეების - ტორნესა და ხრამის შესართავთან. კომპლექსი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და მოიცავს ორ ეკლესიას, სატრაპეზოს, სასახლესა და სამრეკლოს. ორივე ეკლესია ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა დარბაზული ტიპის ტაძარია, რომელსაც სამხრეთიდან კარიბჭე და მინაშენი აქვს. იკითხება კონქისა და სატრიუმფო თაღის ნაშთები, ასევე სამხრეთის ჯვრული პილასტრი და მასზე დაბჯენილი თაღი. კარიბჭე ჯვრული კამარითაა გადახურული. ტაძრის მორთულობა, საკურთხეველში დატანილი მაღალი, თაღოვანი ნიშები და სხვა დეტალები მიუთითებს, რომ ძეგლი განვითარებული შუასაუკუნეებისაა. ფასადები მდიდრულადაა დეკორირებული, განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთის კარიბჭის მხატვრული გაფორმება. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამრეკლოს ნანგრევია, სამხრეთ-დასავლეთით კი - დიდი საცხოვრებელი სასახლის ნანგრევები. სასახლეს ერთსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. ნაგებობის გადახურვა ჩამოქცეულია. პირველ სართულზე ფართო კარია გაჭრილი. შემორჩენილია ხის კოჭების საყრდენი კონსოლები. კომპლექსში შემორჩენილია ასევე ორსართულიანი, თლილი ქვით ნაგები სატრაპეზო. შენობის პირველ სართულზე მარანია ქვევრებით, მეორე სართულზე კი - თავად სატრაპეზო, რომელსაც დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შესასვლელები აქვს. იგი ხუთი თაღოვანი სარკმლით ნათდება. აღმოსავლეთ კედელში ორი ნახევარწრიული ნიშაა. ნაგებობის ინტერიერი შელესილია. საბეროს სამონასტრო კომპლექსს გალავანი აქვს შემოვლებული. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ძალიან დაზიანებულია, ნამონასტრალი მაინც მასშტაბურად გამოიყურება, რაც იმ პერიოდისათვის მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს.






გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა