
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ეძებ განსხვავებულ სანახაობას? გიოცნებია იდუმალ სამყაროში მოგზაურობაზე? ეს არის ნამდვილი საოცრება ჩვენს ქვეყანაში,რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ !!!
ტურისტული კომპანია "ფენომენალური ტურები" გთავაზობთ სამდღიან დაუვიწყარ მოგზაურობას თბილისიდან თუშეთის მიმართულლებით.
ულამაზესი ბუნება, ტრადიციების ნამდვილი კერა, მეგობრებთან ერთად მხიარულება,ძალიან თბილი გარემო, და ძალიან მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები გელოდებათ თუშეთში !!!.
ტურის მონაწილეების განთავსება ხდება საოჯახო ტიპის ძალიან სასიამოვნო სასტუმროში.
ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე. თქვენ იმგზავრებთ უსაფრთხოდ და კომფორტულად ყველაზე გამოცდილ მძღოლთან ერთად.,რომელსაც 7 წლიანი გამოცდილება აქვს თუშეთში სიარულის.
ტურმა რომ უფრო მეტად უსაფრთხოდ ჩაიაროს, ამისათვის საჭიროა არ დავლიოთ სასმელი, არ მოვიდეთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილას და მივყვეთ ორგანიზატორის ინტრუქციებს.
ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი, თან იქონიეთ სათადარიგო მშრალი ტანისამოსი და და თბილი მოსაცმელი ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული დაბალი ფეხსაცმელი.
ტურის სირთულე არის მარტივი. ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 7 კმ.
დილით ადრიანად 05:00-ზე შევკრიბებით რუსთაველზე (ველისოპედის ძეგლთან) და გავემართებით თუშეთის მიმართულებით. გადავივლით აბანოს უღელტეხილს (ზღვის დონიდან 2950 მეტი) რაც გასაოცარი სილამაზის მხოლოდ დასაწყისი იქნება,მას შემდეგ მოვინახულებთ ულამაზეს სოფლებს, ციხე კოშკებს და ბევრ საინტერესო ლოკაციას,როგორიცაა: ომალო, შენაქო, დიკლო, კესელოს ციხეები, ქუეს გადასახედი, ხოლო ბოლოს დავბინავდებით საოჯახო სასტუმროში, საღამოს სასტუმროს ეზოში გვექნება ბევრი საინტერესი აქტივობა.
მეორე დღეს ვაგრძელებთ გასაოცარი ადგილების მონახულებას და ვესტუმრებით ძალიან მიმზიდველ და იდუმალ ადგილებს:დართლო,კვავლო,ფარსმა,ჭეშო და გირევი,გადავიღებთ ძალიან ბევრ სურათს,გავეცნობით ადგილობრივებს და დავტკბებით ადგილობრივი სილამაზით.საღამოს ემოციებით დატვირთულები დავბრუნდებით საოჯახო სასტუმროში ,სადაც შეგვიძლია დავაგემოვნოთ ადგილობრივი უგერმიელესი კერძები.
მესამე დღეს ვესტუმრებით ბოჭორნას (ყველაზე მაღალი დასახლება ევროპაში) ეს არის ნამდვილად საამაყო ადგილი,რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს,შემდეგ ვესტუმრებით ნიამორების ულამაზეს გადმოსახედს და ასევე მუზეუმს ომალოში,სადაც ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული დღე გელოდებათ.როგორც კი მუზეუმს დავტოვებთ,მოვწესრიგდებით და გამოვემგზავრებით იდუმალი სამყაროდან ისევ ჩვენს დედაქალაქში.
ტურის განმავლობაში იმოგზუარებთ 8 კაციანი Mitsubishi Delica-ს ტიპის ჯიპებით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა