დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი სამთავროს მონასტერი

სამთავროს მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სამთავროს მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია. აქ უცხოვრია წმინდა ნინოს, აქ არიან დაკრძალული მირიან მეფე და ნანა დედოფალი. სამთავროს მონასტერშია დაკრძალული ასევე ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით. მთავარი ტაძარი XI საუკუნით თარიღდება, თუმცა მისი აგების ისტორია ცნობილი არ არის. მცირე ზომის წმ. ნინოს ტაძარიც XI საუკუნისაა, მაგრამ ცნობილია, რომ აქ პირველად ეკლესია მირიან მეფეს აუგია IV საუკუნეში. ეს ეკლესია იხსენიება წმინდა ნინოს ცხოვრებაშიც. სამთავროს დედათა მონასტრის ისტორია 1820 წლიდან იწყება. მაშინ, როდესაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება მიმქრალი იყო, მცხეთაში ათმა მონოზონმა საფუძველი ჩაუყარეს მონასტრის ჩამოყალიბებას. მათ წმნინდა ნინოს მცირე ტაძარიც აღადგინეს. საბჭოთა პერიოდში, მონასტრის გადასარჩენად დედები ხან საფეიქრო მუშებად ფორმდებოდნენ, ხან მორწმუნეთა ე.წ. ”ოცეულებს” აყალიბებდნენ. ამჟამად რესტავრირებულია ფერისცვალების ტაძარიც და წმ. ნინოს სამლოცველოც. ასევე მოქმედებს სასანთლე, სამხატვრო, სამკერვალო და სხვა სახის სახელოსნოები. მონასტერი მუშაობს ცალკეულ გამოცემებზე, როგორიცაა “სამთავრო” და მოგონებათა წიგნი ბერ გაბრიელზე - “ბერის დიადემა”. სამთავრო ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით მცხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ძეგლია.


არქიტექტურა

სამთავროს სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ძეგლისგან შედგება: მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით. მთავარი ტაძარი XI საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრებით. გუმბათი ორ თავისუფლად მდგომ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების შვერილებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდს განიერი ბემა ეკვრის. საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა. ტაძრის გუმბათქვეშა ბურჯების კაპიტელები, ბაზისები და საბჯენი თაღების საყრდენი კონსოლები პროფილირებულია. შიგა სივრცე მაღალი, შეკრული და ჰარმონიულია. ტაძრის ძირითადი მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით მაღალია. გარეგანი მასები მკაფიოდ ისახავს შიდა სივრცის სქემას, რაც შუა საუკუნეების ქართული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობისათვის დამახასიათებელია. ტაძარში შესვლა შესაძლებელია სამხრეთ კარიბჭიდან. დასავლეთ კარიბჭე გვიანდელია და ამჟამად გაუქმებულია. 1283 წლის მიწისძვრისას გუმბათი ჩაინგრა და ის XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე აღადგინეს. აღმოსავლეთ ფასადი სადა და ლაკონიურია. ის უწყვეტი ხუთი დეკორატიული თაღის ტრადიციული სქემითაა შემკული. შუა, ამაღლებულ თაღში ორნამენტიანი საპირით და ჰორიზონტალურმკლავებიანი სათაურით მორთული ცენტრალური სარკმელია მოთავსებული, სარკმლის ორივე მხარეს აჟურული ფესტონებით მორთული თითო მაღალი და ღრმა ნიშაა. ფასადის გვერდითი სარკმლების საპირეები და ფრონტონის წვერში ჩასმული ჯვრის გამოსახულება უფრო გვიანდელი პერიოდისაა. დასავლეთის ფასადი თითქმის მოურთველია, აქ გვხვდება სადა თაღები. შეწყვილებული სარკმლის მორთულობა დაუსრულებელია. სამხრეთის ფასადი რბილი პროფილირებითა და დეტალურად დამუშავებული ორნამენტებით გამოირჩევა. ფასადის ცენტრში მოთავსებული შეწყვილებული სარკმელი მორთულია განიერი ორნამენტიანი საპირეებით და მოჩარჩოებულია დიდი გრეხილი დეკორატიული თაღით. ჩრდილოეთის ფასადზე მიდგმულია ცალფერდასახურავიანი ნაგებობა, რომელიც XI საუკუნეზე ადრინდელია. ის ტაძრის საერთო კომპოზიციაში ორგანულადაა ჩართული. ამ ნაგებობის აღმოსავლეთ ფასადზე დაბალრელიეფიანი ფიგურაა მოთავსებული, რომელიც IX საუკუნით თარიღდება. მთავარი ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათზე XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. საკურთხევლის კონქის კომპოზიციის დიდი ნაწილი განადგურებულია. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის - მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია.

წმ. ნინოს ეკლესია XI საუკუნის, მცირე ზომის, გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია რიყის ქვით, შეკეთებების დროს თლილი ქვა და აგურიც გამოუყენებიათ. გარედან ეკლესია სწორკუთხა მოხაზულობისაა, გუმბათის რვაწახნაგა ყელი კვადრატთან მიახლოებულ სწორკუთხედზეა აღმართული. აღმოსავლეთის ნალისებრ აფსიდში ვიწრო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით აფსიდის კედელში კონქით გადახურული ნახევარწრიული ნიშაა. გუმბათქვეშა სწორკუთხედიდან გემბათის ყელზე გადასვლა კუთხეებში დადებული ზღუდარით ხორციელდება. ტრიუმფალური თაღი, კონსოლებზე დამყარებული დასავლეთის საბჯენი თაღი, შესასვლელის თაღი, დასავლეთის გარეთა ნიშა, სარკმლები ნახევარწრიულია. ტაძრის კაპიტელები და კონსოლები პროფილირებულია. ინტერიერი მოხატულია წმ. ნინოს ცხოვრების კომპოზიციებითა და სხვა სიუჟეტებით. მოხატულობა გვიანდელი პერიოდისაა.

სამრეკლო XV-XVI საუკუნეების სამსართულიანი ნაგებობაა. ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო-მონაცრისფრო ქვიშაქვის კვადრატებით. პირველი სართული კვადრატული ფორმისაა და მისი ჩრდილოეთ ფასადი გალავნის კედელშია ჩართული. სათავსს სამხრეთით ცილინდრულკამარიანი ფართო თაღოვანი შესასვლელი აქვს. მეორე სართული სამი მხრიდან ორმაგი თაღებითაა გახსნილი. მეორე სართულის კამარის დასავლეთ მონაკვეთში მომრგვალებული ხვრელია გაჭრილი, საიდანაც მისადგმელი კიბით აგურით ნაგებ ფანჩატურში ასვლა შეიძლება. ფანჩატურს მრავალწახნაგა პირამიდული სახურავი აქვს.

გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება. ამ გალავნიდან მხოლოდ დაზიანებული ცილინდრული კოშკია შემორჩენილი. ამჟამინდელი გალავანი XIX საუკუნისაა. გალავნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სასაფლაოა.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამთავროს მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!