
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სამწევრისის ციხე — ციხე-დარბაზი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ სამწევრისში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას.
თავდაპირველად აქ დასახლებულა სამი კომლი - სამი წევრი და ამის გამო ეწოდა თურმე სამწევრისი.
ციხე თარიღდება ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები.
გამოირჩევა ხუთი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ მდგარა დიდი კოშკი. ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე პერიოდს განეკუთვნება გალავნის ფრაგმენტები, რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთიდან. შემდეგი სამშენებლო ფენის (XVI-XVIII სს.) ნაგებობები ნაშენია ნატეხი ქვით და შედარებით დიდი ფართობი უკავია. აქ არის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი. მეხუთე ფენას მიეკუთვნება მეორე (სამხრეთ მონაკვეთი), ქვედა გალავანი და იქ მდგარი ნაგებობები (გარდა ეკლესიისა). გვიანდელი განახლება და მშენებლობა, სავარაუდოა, დაკავშირებულია ფანასკერტელ-ციციშვილების (კერძოდ მერაბ ციციშვილის) მოღვაწეობასთან.
ციხიდან ნახევარი კმ-ის დაშორებით, სოფლის თავზე, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირის მაღალ გორაკზე აღმართულია წმინდა გიორგის VII ს-ის პირველი მეოთხედით დათარიღებული ჯვრის ტიპის ეკლესია
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა