
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
საყდრიონის წმ. გიორგის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონში მდებარეობს. ძეგლი თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ტაძარი რამდენჯერმეა გადაკეთებული, თუმცა მისი გეგმა და ფორმები უცვლელია. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთის ეკვდერით. მოგვიანებით სამხრეთიდან ეგვდერისათვის ორსართულიანი სამრეკლო მიუშენებიათ. შესასვლელი ერთია - სამხრეთიდან, იგი ორივე მხრიდან არქიტრავულია. დარბაზი აღმოსავლეთით რღმა ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის შუაში ქვიშაქვის ბლოკისგან გამოკვეთილი ადრეული შუა საუკუნეების ტრაპეზი დგას. ტრაპეზი გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებითაა შემკული. აფსიდის ჩრდილოეთის გვერდზე კიდევ ერთი ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის გრძივი კედლები პილასტრების ორი წყვილითაა დანაწევრებული. პილასტრებზე კამარის საბჯენი ნახევარწრიული თაღებია გადაყვანილი. დარბაზი ოთხი სარკმლით ნათდება, აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით თითო სარკმელია, სამხრეთით კი - ორი. ყველა სარკმელი მოგვიანებით გაფართოვებულია. ეკლესიის დასავლეთ კედელს და გრძივი კედლების ნაწილს საფეხური გასდევს. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ვიწრო და გრძელი ეკვდერი სამ ნაწილადაა გაყოფილი, აღმოსავლეთ ნაწილი ნახევარწრიული აფსიდიანი სამლოცველოა. აფსიდის თაღი ქვიშაქვის იმპოსტებს ეყრდნობა. ეგვტერის შუა, კვადრატული ნაწილი კარიბჭეს წარმოადგენს, რომელიც გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. კარიბჭეში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიბჭეს დაშენებული აქვს თოთხმეტწახნაგა სამრეკლო-ფანჩატური. ფანჩატურის თითოეულ წახნაგში თითო ნახევარწრიულთაღიანი ფართო ღიობია გაჭრილი, რომელთა ზემოთ ნახევარწრიული ფორმის განმტვირთავი თაღებია. შიგნით ფანჩატური ძაბრისებრი კამარითაა გადახურული, გარედან კი - აგურით ნაწყობი პირამიდული ფორმის სახურავით. ეკლესიის ფასადები სადაა. კედლები სრულდება აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად და კუთხურად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობითაა შექმნილი. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, ალაგ-ალაგ ჩართულია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვაც. გარეთა კუთხეებისთვის გამოყენებულია გათლილი ქვიშაქვა. მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში რიყის ქვასთან ერთად კვადრატული აგურიც გვხვდება.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა