
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სარკის (სარყის) წმინდა გიორგის მონასტერი შიდა ქართლისმხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდეთის სამხრეთით, სოფლიდან 0,5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. იგი XVI-XVII საუკუნეების, აგურით ნაშენ, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც უფრო ადრეული ეკლესიის საძირკველზეა აგებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები წაგრძელებულია. საკურთხეველი ბემიანია და მის ნახევარწრიულ აფსიდში მოსაზღვრე სათავსებში გასასვლელია გაჭრილი. გუმბათქვეშა კვადრატი შეისრულ თაღებს ეყრდნობა. კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. ეკლესიის ფასადები თაროსებრი ლავგარდნით სრულდება. გარედან რვაკუთხა, დაბალი გუმბათის ყელი დეკორატიული, ნახევარწრიული თაღედითაა დეკორირებული. მკლავებში განთავსებულია თითო სარკმელი, გუმბათის ყელში კი - რვა. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ინტერიერის მოხატულობა ახალია. ნაგებობა გადახურულია თუნუქით.
ქარელში, დედოფლის მინდორზე, რომელიც მრავალფენიან ნამოსახლარს წარმოადგენს (დედოფლის მინდორზე გამოვლენილია ქვის, ბრინჯაოს, ადრე რკინისა და ანტიკური ხანის, ასევე შუასაუკუნეების ფენები), დგას სარკის წმინდა გიორგის რელიეფური ნიში. სწორედ ამ ნიშს უკავშირდება ლეგენდა სარკის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობის შესახებ. ლეგენდის თანახმად მინდორში მომუშავე გუთნისდედას დაღლილს ჩასძინებია და ხილვა უნახავს. გამოღვიძებულს ხვნისას წმ. გიორგის ბარელიეფი აღმოუჩენია, რომელიც სიზმრისეული ჩვენების მიხედვით, გაუხედნავ ხარებზე უნდა დაედგა, ღვთის ნებისათვის მიენდო და სადაც ხარები დაქანცულები დაწვებოდნენ იქ აეგოთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
სარკის წმინდა გიორგის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდეთთან ახლოს მდებარეობს, ქარელიდან 6 კმ-ის დაშორებით. მონასტერთან მიდის სამანქანო გრუნტის გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ სარკის მამაოს ნომერი ხო არა იმ იცით?
მოგესალმებით, სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას.
გამარჯობათ,წმინდა გიორგის სარკის ეკლესიაში წასვლა ჩვეულებრივი სედანით შესაძლებია ამ დროოს?
სედანით გაგიჭირდებათ და ავტომობილს დააზიანებთ. უმჯობესია ჯიპით წახვიდეთ