დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია

IMG_3745 IMG_3746 IMG_3747

სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სასირეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შიდა ქართლისმხარეში, კასპის მუციპალიტეტის სოფელ სასირეთში მდებარეობს, სოფლის განაპირას, სასაფლაოზე. იგი XIX საუკუნით თარიღდება და დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია კლდისა და რიყის ქვით. გეგმაში სწორკუთხა ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის ცენტრშიც თაღოვანი სარკმელია. აფსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო სწორკუთხა ნიშაა განთავსებული. კონქი და კამარა ხისაა. აფსიდის იატაკი დარბაზთან შედარებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული და ხის კანკელით არის გამოყოფილი. მეორე სართულის დონეზე საგალობელია მოწყობილი ხის კიბითა და ხისავე, რიკულებიანი მოაჯირით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ სესასვლელის ორივე მხარეს თითო თაღოვანი სარკმელია. ერთი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიც. ინტერიერი მთლიანად შეღებილია. სამხრეთის შესასვლელისთვის უახლოეს წარსულში მიუშენებიათ აგურის სტოა. ასევე მოგვიანებითაა აგებული ნატეხი ქვითა და აგურით ნაშენი სამრეკლო.


როგორ მივიდეთ

სოფელი სასირეთი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის თემში მდებარეობს, კასპიდან 18 კმ-ის დაშორებით. სოფელში მიდის მოასფალტებული სამანქანო გზა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!