დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ)

სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) Seti\'s St. George\'s Church (Jgrag) Сет Церковь Святого Георгия (Jgrag) სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) Seti\'s St. George\'s Church (Jgrag) Сет Церковь Святого Георгия (Jgrag) სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) Seti\'s St. George\'s Church (Jgrag) Сет Церковь Святого Георгия (Jgrag) სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) Seti\'s St. George\'s Church (Jgrag) Сет Церковь Святого Георгия (Jgrag) სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) Seti\'s St. George\'s Church (Jgrag) Сет Церковь Святого Георгия (Jgrag) სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) Seti\'s St. George\'s Church (Jgrag) Сет Церковь Святого Георгия (Jgrag) სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) Seti\'s St. George\'s Church (Jgrag) Сет Церковь Святого Георгия (Jgrag) სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) Seti\'s St. George\'s Church (Jgrag) Сет Церковь Святого Георгия (Jgrag)

სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ)ს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სეტის წმინდა გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) - ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის ცენტრში, სეტის უბნის სასაფლაოზე მდებარეობს. ეკლესია მოზრდილი დარბაზული ტიპისაა, დიდი ნახევარწრიული აფსიდითა და დასავლეთის თანამედროვე კარიბჭით. ნაგებობა დგას შემაღლებულ ცოკოლზე. იგი ძლიერ გადაკეთებულია, რაზეც მისი ფასადთა შემკულობა, გადახურვა და ახალი ნალესობა მეტყველებს. გადახურულია ორქანობა გადახურვით. ეკლესიის ფასადები დანაწევრებულია თაღოვანი სარკმლებითა და კარით, ხოლო ფასადთა კუთხეებში ამოყვანილია პილასტრების მსგავსი კონსტრუქცია. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებულ დარბაზულ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთიდან მიშენებული აქვს ღია კარიბჭე. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები თანაბარზომიერადაა დანაწევრებული, შვერილ აფსიდს კი სამი, თაღოვანი მოზრდილი სარკმელი.


ისტორია

სეტის წმინდა გიორგის (ჯგრაგის) ეკლესიის შემოგარენის განლაგება და ტოპონიმიკა აშკარად მიგვანიშნებს ოდესღაც არსებული მონასტრის შესახებ. დღეს არსებული ტაძარი XIX საუკუნეშია აშენებული. ის დგას X-XI საუკუნეების ტაძრის საძირკველზე, რომელიც მოიხსენიებოდა ერთადერთ გუმბათოვან ტაძრად მთელს სვანეთში. ქართული ფრესკით გამშვენებული ტაძარი რუსებს დაუნგრევიათ და მის პარამეტრებში აუშენებიათ ახლანდელი ტაძარი. საბჭოთა ათეიზმის ხანაში ეს ტაძარი გახდა ძირითადი ბაზა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის დასაფუძნებლად. 1937 - 1995 წლამდე ამ ტაძარში მუზეუმის პირველი საგამოფენო დარბაზი იყო განლაგებული. 1995 წელს კი, ტაძარი მოქმედი გახდა და 2013 წლამდე იგი მთავარი საკათედრო ტაძარი იყო, სადაც რეგულარულად აღევლინებოდა ლიტურგიული მსახურება.

ტაძარში დაცული სიწმინდეებიდან აღსანიშნავია XI საუკუნის ჭედური ხელოვნების უნიკალური ჯვარი წმინდა გიორგის მოწამეობის გამოსახულებით, ასევე, XI საუკუნის უნიკალური წმ. გიორგის ოქრო-ვერცხლით ნაჭედი ხატი, სადაც ცხენზე ამხედრებული დიდმოწამე ლახვრით გმირავს დეოკლიტიანეს. აღსანიშნავია XIV ს. მაცხოვრის ფერწერული ხატი და სასწაულთმოქმედი ღვთისმშობელ მარიამის ხატი, რომელმაც სულ ახლახანს გამოუჩინა თავი მამა გიორგის. ის შეუსწავლელია და ზოგადი დამახასიათებელი ნიშნებით XII-XIII სს. შეესატყვისება.

სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) სვანეთის საერთო სალოცავს წარმოადგენდა. აქ დასვენებული იყო ადგილობრივ სახელოსნოებში შესრულებული ჯვარ-ხატები. აქ ინახებოდა “ბედნიერი სვანეთის ერთობლივი დროშა – ლემი”. ტაძარში დაცული სიწმინდეებიდან აღსანიშნავია XI საუკუნის ჭედური ხელოვნების უნიკალური ჯვარი წმინდა გიორგის მოწამეობის გამოსახულებით, რომელიც ქართული ჭედური ხელოვნების მაღალმხატვრული ნაწარმოებია. ასევე, XI საუკუნის უნიკალური წმინდა გიორგის ოქრო-ვერცხლით ნაჭედი ხატი, სადაც ცხენზე ამხედრებული დიდმოწამე ლახვრით გმირავს დეოკლიტიანეს. აღსანიშნავია მაცხოვრის დიდი ზომის ხატი, X საუკუნისის ტიპიური ნიმუში და სასწაულთმოქმედი ღვთისმშობელ მარიამის ხატი. აქვეა წმინდა პავლეს პატარა ლორფინი, სკულპტურული გადაწყვეტის საწყისი ეტაპის შესანიშნავი ნიმუში.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სეტის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ)

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!