
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
შახმარლოს ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოს განაპირას, დმანისის (იაყუბლოს) წყასაცავის მიმდებარედ.
ეკლესია აგებულია 989-1048 წწ-ში, დავით უმიწაწყლოს მიერ, იგივე „სამშვილდარი და ძორაკერტელი“ კვირიკიანის ზეობის დროს, რაზეც მეტყველებს ტაძრის არქიტრავის ქვაზე მოცემული სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „სახელითა ღმრთისაითა აღეშენა ესე ეკლესიაი ხელითა გლახაკისა სიმონ მღვდელისაითა, სალოცველად წმიდისა დავით მეფისა და შვილთა მათთა დაიდვა წმიდაი ბალავარი დავით მეფისა ცოდვათა შენდობისათვის“. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია კარგად ნათალი ქვიშაქვის კვადრებით კირ-დუღაბზე. წყობა რეგულარულია. კედლები უცოკოლოდაა ამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. კარი გარედან დიდი არქიტრავითაა დასრულებული, შიგნიდან თაღოვანია. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედელებში თითო, ხოლო სამხრეთის კედელში ორი თაღოვანი სარკმელი უნდა ქონოდა (შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის). სარკმლის პირები გეომეტრიული ორნამენტითაა დაფარული, რომელიც ჩასმულია ორმაგ თოკისებურ გრეხილ ჩარჩოში. ჩარჩოს ზედა ნაწილი წარბითაა დასრულებული, რომელიც სამმაგი ლილვითაა წარმოდგენილი, მათგან შუალა თოკისებური გრეხილია, განაპირა კი სადა. დასავლეთი სარკმლის წარბის კიდეებს ზემოთ თითო მარტივი „ბოლნური მედალიონია“ მოცემული. ასეთივე მედალიონი ამოკვეთილია სარკმლის გასწვრივ მის მარჯვენა მხარეს. ამავე სარკმლის წარბთან ლიპარიტ IV-ის დედის მოსახსენიებელი წარწერა უნდა იყოს ამოკვეთილი - „ქრისტე შეიწყალე ცხოვრება“ (1045-1048 წწ.). ნახევარწრიული აფსიდა ჩაწერილია, ის სამსაფეხურიანი მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის ჩრდ. კედელში სწორკუთხა ნიშია (სამხრეთის არ შემორჩა). კონქი სატრიუმფო თაღს ეყრდნობოდა, რომელიც მხრის კაპიტელებზე იყო გადაყვანილი. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული დარბაზისგან და შუაში ქვის ტრაპეზი დგას. მის დასავლეთ წახნაგზე ამოკვეთილია სავედრებელი ასომთავრული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე სტეფანე“. დარბაზი თითო წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული, ასეთივე ნახევარპილასტრია გრძივი კედლების დასავლეთ კიდეში. პირველ საფეხურებზე კამარის საბჯენი თაღები იყო გადაყვანილი, მესამე საფეხურიდან კი დეკორატიული თაღნარია გაკეთებული.
ეკლესისი მიმდებარედ 50 მეტრში არის გამორჩეული საფლავის ქვა, რომელსაც ცხენის ფორმა აქვს
შახმარლოს ძველი ქართული სახელი ამ მომენტისთვის უცნობია

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა