
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
შავი კლდეების ტბა მდებარეობს კახეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მას ასევე ეწოდება გრძელი ტბა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ამის გამო შავი კლდეების ტბის მონახულება მხოლოდ ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისშია შესაძლებელი. აქ მოხვედრა ზოგჯერ გამოცდილ მოლაშქრეებსაც უჭირთ, რადგან საფეხმავლო ბილიკი იწყება ზღვის დონიდან 500 მეტრზე (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) და ადის 3000 მეტრამდე. სიმაღლეთა სხვაობა არის 2500 მეტრი. საქართველოში მსგავსი სიმაღლეთა სხვაობა თითქმის არსად არ გვხვდება. შავი კლდეების ტბაზე მოხვედრა ასევე შესაძლებელია ცხენებით, რომელიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში შეგიძლიათ იქირავოთ.
ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით.
ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წუთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ. დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა. 30-40 წთ-ში გადავკვეთ მდ. ,,ლაგოდეხის ხევს”. 20_30 წთ_ში შევდივართ ახალგაზრდა წმინდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 15-30 წთ-ში შევხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს - ,,მრგვალი წამალას“ რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. 30 წთ-ში მივადგებით ქედის დასაწყისს, ხელუხლებელ წმინდა წიფლნარის კორომში. 1 სთ-ში ავდივართ სერზე ზ.დ. 1,300 მ. სიმაღლეზე და გაუყვებით ,,ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. 2 სთ-ში აღმოჩნდებით სუბალპურ სარტყელში - მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერ კორომში. 1 სთ-ში იხილავთ ტურისტულ თავშესაფარს ,,მეტეოს”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.
მეორე დღეს გზას ვაგრძელებთ ქოჩალოს ქედზე. 1 სთ-ში ავდივართ ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. 1 სთ-ში ავდივართ უღელტეხილზე ე.წ. ,,დემიდოვის ნაშლებზე”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. 1 სთ-ში აღმოვჩნდებით ალპურ მდელოებზე შედარებით ვაკე ადგილებზე, რომლებიც ჯიხვების საძოვრებს წარმოადგენენ. მომდევმო 40 წთ-ში შეგვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. 30 წთ-ში ჩვენ წინ გადაიშლება შავი კლდეების ტბა. აღნიშნულ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400 - დან 3500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებს. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი - აღჭურვილობა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის.
პირველი დღე - გამგზავრება ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფრ მეტეომდე. მანძილი - 11.5 კმ; (ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ. - ტურისტული თავშესაფარი „მეტეო“ 2000 მ.ზ.დ.)
მეორე დღე - გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ,,დემიდოვის ბინა“. მანძილი - 15.5 კმ; (ტურისტული თავშესაფარი მეტეო 2000მ.ზ.დ. - შავი კლდეების ტბა 2800 მზ.დ. - ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ.)
მესამე დღე - გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში. მანძილი - 15 კმ; (ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ. - ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ);
შენიშვნა: შავი კლდეების ტბის მონახულებისას, მესაზღვრეებთან რეგისტრაციისთვის, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ თავშესაფარში „მეტეო“ 16 ადგილია, თავშესაფარში ხოლო „დემიდოვის ბინა“ 18.
ტურისტულ თავშეშაფართან მოწყობილია საკარვე ადგილები
გამგზავრება ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფარ მეტეომდე. ბილიკის მარტივ მონაკვეთზე შეგხვდებათ წყალი და აუცილებლად შეივსეთ მარაგები. მას შემდეგ რაც მკვეთრ აღმართს შეუდგებით წყალი აღარ შეგხვდებათ ტურისტულ თავშესაფრადე.
მანძილი - 11.5 კმ;
ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ.
ტურისტული თავშესაფარი „მეტეო“ 2000 მ.ზ.დ.
გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ,,დემიდოვის ბინა“.
მანძილი - 15.5 კმ;
ტურისტული თავშესაფარი მეტეო 2000მ.ზ.დ.
შავი კლდეების ტბა 2800 მზ.დ.
ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ.
გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში.
მანძილი - 15 კმ;
ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ.
ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ);
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, მაინტერესებს მარტი-აპირში რამდენად არის შესაძლებელი ასვლა?
მოგესალმებით, სამწუხაროდ შავი კლდეების ტბაზე მისვლა შესაძლებელია ივნისი-ოქტომბრის პერიოდში. მარტი-აპრილში დიდი თოვლის გამო ბილიკი დაკეტილია.
გამარჯობა უშულოდ ტბაზე დაბანაკება და ღამის თევა არ შეიძლება საზღვრის გამო?
გამარჯობა ირაკლი, დიახ მართალი ხართ, უშუალოდ ტბაზე დაბანაკება აკრძალულია. მესაზღვრეები ცდილობენ უყურადღებოდ არავინ დატოვონ რომ ვინმემ შემთხვევით საზღვარი არ გადაკვეთოს.