
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ზამთრის სალაშქრო ტური თრიალეთის ქედზე --> მარშრუტი დიდველიდან შავი კლდის მიმართულებით გრძელდება ასტროფიზიკის ლაბორატორიების ნანგრევებისკენ. შავი კლდის (სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ.) და სანისლოს ჩრდილო ფერდობებს დეკიანი და ფრაგმენტულად, სუბალპური ტყეებით ჩამოუყვება სოფელ ციხისჯვრამდე.
მარშრუტი გამოირჩევა გეოტურისტული ძეგლების სიმრავლით.
თრიალეთის ქედი წარმოადგენს აჭარა-თრიალეთის მთიანი სისტემის აღმოსავლეთ ნახევარს, რომელიც ვრცელდება სუბგანედური მიმართულებით 180კმ-ზე ახალციხის ქვაბულიდან თბილისამდე. ქედის სიგანე 25-40კმ-ია, რომლის დიდი ნაწილი მოდის მის კარგად განვითარებულ ჩრდილო კალთაზე. ყველაზე დიდ სიგანეს იგი აღწევს მის შუა ნაწილზე ქარელის მერიდიანზე. საშუალო სიმაღლე 2115 მ-ია, ხოლო უმდაბლესი გადასასვლელი არის ჯამ-ჯამა 2250მ. ქედის უმაღლესი მწვერვალი შავიკლდე (ყარაყაია), განლაგებულია ციხიჯვრის განშტოების დასავლურ ნაწილზე, სოფ. ციხიჯვრიდან სამხრეთით, მისი სიმაღლე 2850მ-ს აღწევს. სხვა მწვერვალებიდან აღსაღნიშნავია: არჯევანი, საყველოსმთა, კოდიანი, ოშორა, ცხრაწყარო, ორთავი და სხვ. მათი სიამაღლე 2500-2800მ-მდე იცვლება. ამის მიუხედავად თრიალეთის ქედის დანაწევრების სიღრმე აჭარა-თრიალეთის სისტემის სხვა მონაკვეთებთან შედარებით მცირეა, რაც გამოწვეულია ადგილობრივი ეროზიის ბაზისების მაღალი ჰიფსომეტრიული მდებარეობით. ქედის დაბოლოებებზე ეშვება რამოდენიმე მნიშვნელოვანი განშტოება: დასავლეთით ჯამჯამადან ეშვება გვირგვინას და ციხიჯვრის შტოები, რომლებიც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მოიცავენ გუჯარეთის ქვაბულს; აღმოსავლეთით მ. დიდგორიდან ვერიანის შტოქედი იტოტვება სამ ქედად: საწკეპლა, რომელიც მოდის მცხეთის მთებამდე; მსხალდიდი, რომელიც ჩრდილო ნაწილით ებჯინება თბილისს და ორბეთის ქედი რომლის ბოლო ასევე თბილისამდე აღწევს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები
საინტერესო ფაქტები თოვლის ფეხსაცმელებზე
"ყველაზე ძველი თოვლის ფეხსაცმელი მსოფლიოში" 2016 წელს აღმოაჩინეს იტალიის დოლომიტებში დნობის მყინვარში, დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3800-დან 3700 წლამდე. ეს იყო უხეში ჩარჩოს მაგვარი თოვლის ფეხსაცმელი.
სტრაბონი წერდა, რომ კავკასიის მაცხოვრებლები მრგვალ ხის ზედაპირებს ტყავის ბრტყელ ნაჭრებს აკრავდნენ და ფეხქვეშ იმაგრებდნენ. სხვაგვარად ისინი ვერც ინადირებდნენ და ვერც ივლიდნენ გაუკვალავ თოვლის პირობებში. თუმცა, დღეს გამოყენებულ აღჭურვილობის ფორმას საფუძვლად უდევს ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხის "ტრადიციული" თოვლის ფეხსაცმელი.
სასტარტო წერტილი დიდველის საბაგიროს ზედა სადგური

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა