
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გსურთ დაუვიწყარი თავგადასავლები? უძველესი ხევსურული კოშკების ხილვა, უგემრიელესი ხევსურული კერძების დაგემოვნება და ლეგენდების მოსმენა? მაშინ იჩქარეთ და წამოგვყევით მისტიკური ხევსურეთის ტურზე!
მოგზაურთა კლუბი "Around Georgia" გთავაზობთ დაუვიწყარ, 2 დღიან ტურს თბილისიდან "შეიგრძენი ხევსურეთი"ხევს, შატილის მიმართულებით.
ულამაზესი ბუნება, ბუმბერაზი მწვერვალები, კრისტალურად სუფთა ნაკადულები, ხევსურული კოშკები, ლეგენდები და ბევრი მხიარულება - თქვენი 2 დღიანი მოგზაურობის განუყრელი ნაწილი იქნება. ტურში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლიდან ახალგაზრდებს.
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ვიმგზავრებთ გამართული მიკროავტობუსით, ყველა საჭირო რეგულაციების დაცვით. ჩვენი გუნდის წევრებს გავლილი აქვთ პირველადი დახმარების კურსები, და საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ დახმარების გაწევას. გზაში არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელებს და შეხვედრის ადგილას არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში. ვუჯერებთ გიდებს/ორგანიზატორებს, რომ ტურმა უფრო უსაფრთხოდ და მხიარულად ჩაიაროს.
ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი, თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანისამოსი. გაითვალისწინეთ რომ მივემართებით ხევსურეთში, მთაში, სადაც საღამოობით გრილა, შესაბამისად იქონიეთ თბილი მოსაცმელი. ასევე იქონიეთ პირადი ჰიგიენის ნივთები და პირადი აფთიაქი (საჭიროებისამებრ).
ტურის სირთულე არის მარტივი. ფეხით გასავლელი მანძილი 2 დღის განმავლობაში არის 5 კმ.
დილით თბილისში, ვიკრიბებით რუსთაველზე, ველოსიპედის ძეგლთან დილის 7 საათზე. ველოდებით მონაწილეების სრულ შეკრებას და 07:30ზე დავიძვრებით ხევსურეთის მიმართულებით. შუადღის 12 საათისთვის ჩავალთ შატილში და დავბანაკდებით წინასწარ შერჩეულ საკემპინგე ადგილას. მოწესრიგებისა და დასვენების შემდეგ გავეშურებით ულამაზესი ციხე-ქალაქის დასათვალიერებლად.
დათვალიერების შემდეგ დავეშვებით ბანაკში და გვექნება ტავისუფალი დრო.
საღამოს დავანთებთ კოცონს, რის გარშემოც გელოდებათ საინტერესო თამაშები და გართობა.
დილით გაღვიძები შემდეგ, ყველა ერთად მივირთმევთ საუზმეს და ვემზადებით მუცოში წასასვლელად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ თან იქონიოთ წასახემსებელი სასუსნავები, თბილი მოსაცმელი და სასურველია იქონიოთ საწვიმარი, რადგანაც მთაში არც ისე იშვიათია, რომ გაწვიმდეს, იმის მიუხედავად რომ წვიმა არაა გამოცხადებული. მუცოში მიმავალ გზაზე მოვინახულებთ ხევსურულ კოშკებს. ულამაზესი ადგილების დათვალიერების შემდეგ, გამოვემგზვრებით თბილისის მიმართულებით. სახლებში დავბრუნდებით სავსე ემოციებით, ახალი ულამაზესი სურათებითა და მოგოგნებებით.
ტურის გამნავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული მიკროავტობუსით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა