დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი შირაქის სამხედრო აეროდრომი

შირაქის სამხედრო აეროდრომის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

შირაქის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ შირაქთან ახლოს.

დიდ შირაქში აეროდრომის აშენების ინიციატივა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ნანეიშვილს ეკუთვნის. ის 1950 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 34-ე საჰაერო არმიის სარდალი გახლდათ. თელავის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ნანეიშვილის "ბოსტონს" ტექნიკური პრობლემები შეექმნა და გენერალმა ორმოტორიანი თვითმფრინავი ავარიულად მდინარე ალაზნის ახლოს მინდორზე დასვა. ნანეიშვილს ისე მოსწონებია ეს ადგილი, ყველა ღონე უხმარია, რომ მოსკოვში მიეღოთ გადაწყვეტილება, შირაქის ველზე, სოფლების - ზემო ქედისა და არხილოსკალოს ახლოს სამხედრო აეროდრომის აეშენებინა. თავდაპირველად აეროდრომს არ ჰქონდა ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რაც შიგაწვისძრავიანი თვითმფრინავების ბაზირებისთვის დიდი პრობლემა არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ავიაციაში მასობრივად გამოჩნდა რეაქტიულძრავიანი საბრძოლო თვითმფრინავები, დიდ შირაქში ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ბეტონის ფილები დააგეს. დიდი შირაქის აეროდრომზე განთავსებული იყო ალექსანდრე ნეველის სახელობის წითელდროშოვანი 168-ე გვარდიული გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი, რომლის შეიარაღებაში 1977 წლამდე Су-7Б ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენთა სამი ესკადრილია შედიოდა. 70-იანი წლების ბოლოსთვის უკვე მოძველებული Су-7Б-ები იმ დროისთვის თანამედროვე Су-17 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა შეცვალა. საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მონაკვეთამდე დიდი შირაქიდან პირდაპირი ხაზით 250 კმ-ზე მეტი არ იყო და კახეთიდან აფრენილ გამანადგურებელ-ბომბდამშენებს ბომბების ჩამოყრა (მათ შორის ბირთვულისაც) ტრაპიზონსა და ერზერუმშიც კი შეეძლოთ. სახელის შეცვლა იმით იყო განპირობებული, რომ Су -17M3 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების ნაცვლად პოლკის გადაიარაღება 1988 წლიდან Су -24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებით დაიწყო. დიდ შირაქში 1992 წლის დასაწყისისთვის 30 ცალი Су -24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენი იდგა, რომელთა საბრძოლო ამოცანები Су -17M3-ებთან შედარებით გაზრდილი გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი შირაქიდან აფრენილი 39,7 ტონიან Су -24-ს 7 ტონა საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების წაღება 600 კმ რადიუსში შეეძლო. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაისვა საკითხი პოლკის სასწრაფოდ რუსეთში გაყვანის შესახებ. 1992 წლის 10 ივნისისთვის 30-ვე Су -24 ტიპის ბომბდამშენი დიდი შირაქიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, მარინოვკის აეროდრომზე გადააფრინეს. ავიაბაზის ტერიტორიაზე არის განთავსებული რამდენიმე მიწისქვეშა ბუნკერი, რომლებიც რადიოკავშირის ტექნიკისთვის და საბრძოლო მასალის შესანახად იყო აშენებული. დღესდღეობით საავიაციო ბაზაზის ტერიტორიასმწყემსები იყენებენ როგოც საძოვრად, ასევე ანგარებში თივის შესანახად. ტერიტორიაზე დგას ერთადერთი ნახევრად დაშლილი გამანადგურებელი. ავიაბაზის გვერდით არის განთავსებული სამხედრო აეროდრომის სამხედრო ნაწილი, სადაც არის განლაგებული უზარმაზარი ზომის ბირთვული ნაკეთობების საცავი. ტერიტორია იქაც სრულად არის მიტოვებული. დადის ბევრი ჭორი, რომ აქ შირაქში არის უზარმაზარი მიწისქვეშა გვირაბების სისტემა და რამდენიმე სართულიანი ბუნკერი არის განთავსებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღნიშნული ნაგებობები ჩვენს მიერ აღმოჩენილი არ არის. გამოდის, რომ აქ ბუნკერი ან საერთოდ არასდროს ყოფილა, ან მათი შესასვლელები იმდენად საიმედოდ არის დამალული და დაკეტილი, რომ მას მხოლოდ სპეციალური რუკებით თუ იპოვი.

აღნიშნული მასალა და ფოტოები ეკუთვნის Geo Stalk-

თეგები: #ისტორია #აეროპორტი #ტრანსპორტი #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ინფრასტრუქტურული ობიექტი #მგზავრობა #ფრენა #თვითმფრინავი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე შირაქის სამხედრო აეროდრომი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!