
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სიღნაღის ციხე-გალავანი კახეთში მდებარეობს და იგი ქალაქ სიღნაღს საზღვრავს. გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება, მას თითქმის 40 ჰა უჭირავს და 4 კმ-ის სიგრძისაა. ისტორიკოსთა ნაწილი ციხის აგებას ერეკლე II-ს მიაწერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მან მხოლოდ აღადგინა სიმაგრე. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“. მემატიანე ომან ხერხეულიძესთან კი ვკითხულობთ: „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა“... ერეკლე II-მ სიღნაღის ციხე-გალავანს მთავარი როლი დააკისრა ლეკებისა, ოსმალ-ყიზილბაშებისგან თავის დასაცავად. გალავანი უსწორმასწორო გეგმარებისაა, რადგან მთაგორიან რელიეფთანაა მორგებული. მის მთელ პერიმეტრზე 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი ყოფილა განლაგებული. ყველა კოშკს თავისი სახელი ჰქონდა, იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში. მტრის შემოსევის დროს, ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მოსახლეობა აქ აფარებდა თავს და მათვე ევალებოდათ კოშკებისა და გალავნის დაცვა. მრგვალი კოშკები ქუნგურებით გვირგვინდება. ერთ-ერთ კოშკში წმ. სტეფანეს ეკლესიაა ჩაშენებული. ციხეს ექვსი შესასვლელი ჰქონია, რომლებიც დიდი, მძლავრი თაღებითაა გამოყვანილი. კედლები ორ იარუსიანია. ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ზედა იარუსისა კი - 70-80 სმ-ს შეადგენს. ამ კედლების სისქეებს შორის განსხვავება საბრძოლო ბილიკს ქმნის. ციხე-გალავანი ძირითადად რიყის, დიდი ზომის ქვითაა ნაშენი, ალაგ-ალაგ ჩართულია აგურის წყობა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა