
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სკანდის (სკანდას) ციხე იმერეთის მხარეში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდეში მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ ის IV საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ყველაზე ადრეული ცნობა ციხე-სიმაგრის შესახებ პროკოფი კესარიელს ეკუთვნის, რომელიც V საუკუნის ბოლოსა და VI საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. სკანდეს ციხე ეგრისის სამეფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ციხე იყო. მისი მნიშვნელობა VI საუკუნეში განსაკუთრებით გაიზარდა, ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო ბიზანტია-სპარსეთის ომის დროს. საქართველოს გაერთიანების შემდეგ სკანდეს ციხემ თავისი განსაკუთრებული როლი დაკარგა, თუმცა, როგორც ციხესიმაგრე, კვლავ განაგრძობდა არსებობას. ციხე-სიმაგრე მიწასთან გაუსწორებიათ თემურლენგის ურდოებს, შემდეგ კი ის საქართველოს მეფეს - ალექსანდრე დიდს აღუდგენია. XV საუკუნიდან ის კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აქ შენდება სამეფო სასახლე და სკანდე ბაგრატ VI-ის საზაფხულო რეზიდენცია ხდება. XVIII საუკუნემდე სკანდეს ციხე იმერეთის საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდა. აქ გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები როსტომ ხანთან დამარცხებულმა კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა. XVIII საუკუნეში ციხე დაცარიელდა, 1830-იან წლებში კი, დიუბუა დე მონპერეს ცნობით, შემორჩენილი იყო მხოლოდ ერთი კოშკი ეკლესიითურთ და ქვის სასახლის ნაშთები. დღესდღეობით სკანდის ციხე ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ციხე სამმხრივ მიუვალია, მისასვლელი მხოლოდ სოფლის მხრიდან აქვს. ციხე-კომპლექსს 7000 კვ.მ. ფართობი უჭირავს. დღეს შემორჩენილია ცენტრალური ნეგებობის აღმოსავლეთი კედელი და მის შიგნით სვეტებიანი თაღი. ამ ნაგებობას სამხრეთით უკავშირდება ზღუდე, რომლის საძირკველი ჩანს მხოლოდ ერთ ნაწილში, იგი უნდა გრძელდებოდეს ჩრდილო-დასავლეთის კოშკამდე, საიდანაც გვირაბი იწყება. ციხის ცენტრალური ნაგებობა და მის შიგნით დაცული თაღები ნაგებია თლილი ქვით. ერთ-ერთი თაღის თლილ ქვაზე ხუთ-სტრიქონიანი ქართული წარწერა ყოფილა, რომელიც ამჟამად აღარ იკითხება.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა