დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია

სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესიის შესახებ

სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სხალტბაში მდებარეობს. ძეგლი მოიცავს ორ ძირითად სამშენებლო ფენას. პირველი ფენა XII საუკუნით თარიღდება, ამ პერიოდს მიეკუთვნება კედლების სიმაღლე ნახევრამდე, XVII საუკუნეში ტაძარი ორჯერ აღუდგენიათ და ერთ–ერთი აღდგენისას აიგო კარიბჭეც. შესასვლელის ტიმპანის მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აუგიათ ივანე ზედგენიძის ძის - სახლთუხუცესი შიოსა და მისი თანამეცხედრის - თამარის ბრძანებით, 1669 წელს. კარიბჭის ერთ-ერთ სვეტზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი - ოსტატი მელქან ფურცხვანიძე. სხალტბის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის კარიბჭით. შესასვლელი ერთია - სამხრეთიდან. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდში განიერი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს გეგმით სწორკუთხა, დიდი ზომის თაღოვანი ნიშაა განთავსებული, ქვეშ კი ტრაპეზის ქვა დგას. თითო სარკმელია ეკლესიის დანარჩენ კედლებშიც. საკურთხეველი, დარბაზის იატაკთან შედარებით, ერთი საფეხურით ამაღლებულია. დარბაზის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ შეისრულ თაღებს ეყრდნობა. ინტერიერი შელესილია, იატაკი კი აგურითაა მოგებული. კარიბჭის სამხრეთ კედელი სამ რვაწახნაგოვან ბოძზე გადაყვანილი შეისრული თაღებითაა გახსნილი. სვეტების წინა მხარეები ჯვრებითა და დეკორატიული ელემენტებითაა მორთული. შემკულობა ერთმანეთისგან განსხვავდება - ვხვდებით როგორც მცენარეულ, ისე წნულ ორნამენტებს. თაღები ნახევარდისკოების მწკრივითაა დეკორირებული, განაპირა კედლების კუთხეები კი - ლილვებით, ბირთვებითა და მცირე ფიგურებით. ეკლესიის სამხრეთი კედელი ყრუ თაღებითაა დანაწევრებული, რომლებიც მოყვანილობითა და სვეტების შემკულობით კარიბჭის თაღნარს ეხმიანება. მინაშენის ფასადები ორნამენტირებული ლავგარდნით სრულდებოდა, მისი ნაწილი აღმოსავლეთ ფასადზეა შემორჩენილი. ძირითადი ნაგებობის ფასადებს აგურის წყობით შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია ბრტყელი, ქართული აგურით, კარიბჭე თლილი ქვითაა მოპირკეთებული.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!