
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მწვერვალი ხიხათა - 2239მ, სოფელი შქმერისა და უშოლთის მიდამოები მდიდარია ლამაზი ხედებით, სოფელი შხივანა, სოფლეი ბეთლევი, სოფელი სხარტალი, შაორის წყალსაცავი
სვლა იწყება სოფელი შქმერიდან კვეთს მდინარე ხეორს და მიემართება მთა ხიხათისკენ. მარშრუტი ნაწილი გადის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საჩხერის მუნიციპალიტეტის უახლოესი სოფელი არის უზუნთა. საწყისი წერტილიდან გადასახვევამდე მარშრუტი ემთხვევა სოფელი შქმერის და სოფელი უზუნთის დამაკავშირებელ ბილიკს.გადასახვევთან მარშრუტი მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთით და აღმართით ადის ხიხათის ქედზე. ქედიდდან იშლება ლამაზი ხედები. დიდი რაოდენობით გვხვდება კარსტული ძაბრები. გზად გაივლით მწვერვალ ხიხათას - 2239მ. მოცემულ წერტილში დამონტაჟებულია გეოდეზიური ტრიანგულატი.
მარშრუტი გრძელდება ქედზე. მეორე გზაგასაყარიდან ბილიკი სამხრეთ-დასავლეთის მიერმართება საბანაკე ადგილამდე. საბანაკე ადგილიდან ბილიკი კვლავ ეშვება და 13 კილომეტრიანი დაშვების შემდეგ შედის სოფელ ბეთლევში. სოფელი ბეთლევიდან გზად შეგხვდებათ სოფელი სხარტალი, რომლის მიდამოებშიც შეგიძლიათ დაბანაკდეთ. სოფელი სხარტალიდან შაორის ტბის გავლით ცენტრალურ გზამდე 10 კმ-ია.
მარშრუტი მთელ სიგრძეზე არის მეტად ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ იოლი სასიარულოა, გრძელი მანძილისა და აღმართების გამო, სასურველია ვიზიტორი ფიზიკურად მინიმალურ დონეზე მაინც იყოს მომზადებული. მარშრუტის ბოლოს შეგიძლიათ იბანაოთ შაორის წყალსაცავში და დაკავდეთ სპორტული თევზაობით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაფასი?
მოგესალმებით ავთანდილ,
ეს არის მარშრუტის შესახებ ინფორმაცია და არა კომერციული შეთავაზება. შეგიძლიათ ლინკი ჩაუგდოთ ნებისმიერ ტურისტულს ან სალაშქრო კლუბს და მოსთხოვოთ განფასება.