
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სპეთის ზედამაცხოვარის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის ტერიტორიაზე.
სახელწოდება „ზედა მაცხოვარი“ მკვიდრდება XVIII საუკუნიდან, მას შემდეგ რაც სპეთში აიგო მაცხოვრის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც უშუალოდ სოფელში მდებარეობდა და ძველი ეკლესის ქვემოთ იდგა. ამჟამად სპეთში ორი ტაძარია „ზედა მაცხოვარი“ და „ქვედა მაცხოვარი.“ მეორე ეკლესია 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია და სოფლის მოსახლეობამ, ფაქტობრივად, თავიდან ააშენა. რაც შეეხება „ზედა მაცხოვარს“ მისი ქტიტორის ვინაობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია, რომ ტაძარი აშენებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე და წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას. მისი არქიტექტურული იერი საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მისთვის არ მიუშენებიათ გარშემოსავლელი და ვერც 1991 წლის მიწისძვრამ დაატყო თავისი კვალი. მიეხედავად ამისა ძეგლს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. ეკლესიის აღმოსავლეთის კედელზე განთავსებულია ორი ასომთავრული წარწერა, რომლებიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და შესაძლოა უახლოეს მომავალში საერთოდ განადგურდეს. მძიმე მდგომარეობაშია ფასადი, ქვის გადახურვა, ნესტისაგან დაწყებულია ქვის დაშლის პროცესი და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას. ჩვენი დროის წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ: „ძეგლი დაცულია სახელმწიფოს მიერ“ ჩამოხსნილია და ეკლესიაშია შენახული. სპეთის „ზედა მაცხოვრის“ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობას მისი კანკელი წარმოადგენს, რომელიც თაბაშირისაა და XI საუკუნეშია დამზადებული. სავანის კანკელისაგან განსხვავებით ის რუსების მავნებლობის მსხვერპლი არ გამხდარა, რაც შესაძლოა მისმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. სპეთის კანკელის შესახებ ცნობებს ვახუშტი ბატონიშვილიც გვაწვდის.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა