დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
სურამის წმინდა გიორგის ეკლესია Церковь Георгия Победоносца Сурамского სურამის წმინდა გიორგის ეკლესია Church of St. George of Surami სურამი Сурами

სურამის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სურამის წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მდებარეობს. იგი XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელსაც დასავლეთიდან სამრეკლო ეკვრის. ტაძარი ორსაფეხურიან მაღალ ცოკოლზე დგას. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და დასავლეთით. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული ღრმა აფსიდით სრულდება, რომელიც ბემითაა დაგრძელებული. აფსიდში ერთი მაღალი სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი, დარბაზის იატაკთად შედარებით, შემაღლებულია და ბემის საზღვრებს სცილდება. ბაქანს გვერდებზე კიბეები აქვს. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები, დასავლეთის მკლავთან შედარებით, მოკლეა. მკლავები გვერდის მონაკვეთებს თითო ფართე შეისრული თაღით უკავშირდება. საკურთხევლის ორივე მხარეს ორსართულიანი სწორკუთხა სათავსებია მოწყობილი. ქვედა სართულის სათავსები ცილინდრული კამარითაა გადახურული და გრძივ კედლებში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდებიან. ზედა სართულის სათავსები დამრეცი კამარითაა გადახურული და აღმოსავლეთის კედლებში აქვთ თითო სარკმელი. ეს სათავსები აფსიდის კონქის ზევით მოწყობილ სამალავს უკავშირდებიან ასაძრომით. ეკლესიის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია გაჭრილი, გუმბათის ყელი თორმეტსარკმლიანია. გუმბათი დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბურჯსა და ბემის შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხორციელდება. აფრებში თითო სარეზონატორო ქვევრია ჩადგმული. დასავლეთ კედლის კიდეებში ადრე არსებულ ხის პატრონიკეზე ასასვლელი ვიწრო კიბეებია დატანებული. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და მოხატულია. გუმბათის ყელის სარკმლებს უწყვეტი თაღედი აჩარჩოებს. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში ჯვარია გამოსახული, რომლის ორივე მხარეს რომბისებრი გამოსახულებებია განლაგებული. ფასადის ცენტრალური ნაწილის კიდეებში თითო პილასტრია. სამხრეთის ფასადზე ჯვრის მკლავის კედელი შესქელებულია და მის კიდეებზე პროფილირებული პილასტრებია. სარკმლის ზევით მედალიონია. პილასტრების რთულპროფილიანი კაპიტელები ანალოგიური პროფილის მქონე ლავგარდანს ერწყმის. სამხრეთ მკლავის ფრონტონის არეში რელიეფური ჯვარია გამოსახული, რომლის ირგვლივ დეკორატიული ელემენტებია განლაგებული. ფასადის განაპირა სარკმლების თავზე რიტმულად ჩამწკრივებული ნახევარსვეტებით შექნილი ფრიზია. ჩრდილოეთის ფასადის გადაწყვეტა სამხრეთის ფასადის მსგავსია. დასავლეთ ფასადის განაპირა ნაწილებში სარკმლებია, ქვემოთ - თაღოვანი, ზემოთ კი - მრგვალი. სამრეკლო ოთხსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ნაგებობის ყოველ კედელში თითო თაღოვანი შეღრმავებაა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში კი - თითო სარკმელი. პირველი და მეორე სართულები გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. მესამე სართული სამ მხარეს თაღებითაა გახსნილი. მეოთხე სართული თაღებით გახსნილ, რვაწახნაგა ფანჩატურს წარმოადგენს, რომელიც პირამიდული სახურავით სრულდება. სამრეკლოს ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდანი აქვს. ეკლესია ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სურამის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!