
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ტაბარუკის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისთან ახლოს მდებარეობს. ძეგლი ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. შესასვლელი ერთია - სამხრეთიდან. აფსიდის კუთხეებში პროფილირებული კაპიტელებია მოთავსებული, რომლებზეც სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა, სწორკუთხა და ღრმა ნიშია. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, რომელიც მარტივი პროფილის იმპოსტებზე გადაყვანილ შირიმის საბჯენ თაღებს ეყრდნობა. კამარა მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილშია შემორჩენილი. კედლებს საფეხური შემოუყვება. კედლები ორმხრივი შირიმის პერანგითაა ამოყვანილი, რომელთა შორის ქვაგარეული დუღაბია ჩასხმული. ეკლესიის კედლები გარედან მთლიანად შირიმის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფილებითაა შემოსილი. ექსტერიერისგან განსხვავებით, ინტერიერში შერეული ქვის წყობაა. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზევით ჰორიზონტალურად მოთავსებული უნდა ყოფილიყო მოგრძო ქვა, რომელიც ჩამოვარდნილია და ეკლესიის შესასვლელთან დევს. ქვის ცენტრში გოლოგითის ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, რომლის მარჯვნივ ხელის გაშლილი მტევანია ამოკვეთილი. ჯვრის მარცხნივ გამოსახულება გაცვეთილია და აღარ იკითხება. დასავლეთის სარკმლის ზევით, მომწვანო ქვაზე წრეში ჩახაზული ტოლმკლავა, ბოლნური ტიპის ჯვარია გამოსახული. ნაგებობა საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა შემორჩენილია მთელი სიმაღლით და პირვანდელი სახით, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა