დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესია ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესია ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესია ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესია ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესია ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესია

ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის ტერიტორიაზე.

ეკლესია აშენებულია სომხითის მოურავისა და საბარათიანოს თავადის პაპუნა ყაფლანიშვილის მიერ 1670 წ. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. კუთხეებში და კონსტრუქციულ ნაწილებში თლილი კვადრებია გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. დასავლეთის კარის არქიტრავზე შეისრული თაღია მოცემული, რომელშიც წარწერაა მოთავსებული. ეკლესიას დასავლეთიდან სამრეკლო ჰქონდა მიდგმული, რომლის პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებდა, მეორე კი სამრეკლო ფანჩატური იყო. ამჟამად მხოლოდ კარიბჭეა შემორჩენილი. ფასადის პერანგი ნაწილობრივ მორღვეულია. სახურავი დაცურებულია. აქა-იქ ლორფინებია მიმოფანტული. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე წარწერა ასე იკითხება: „ქ. სამკვიდროთა ჩვენთა, ტაშირის და საორბელოთ პატრონი და მრავლისა დიდებისას მქონებელი, ხუთთა ძმათა უფროსი, უძეო ვიქმენით და ხელ ვყავი ამას ჩვენთვის სახსენებლად, შენდობა ბრძანეთ, გევედრები. ქორონიკონსა 368 სრულ იქმნა“. ასევე წარწერაა დასავლეთ ფასადზეც: „ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ პატრონის ყაფლანის შვილმა ბატონმა ბანგიჯასპიმ, აღვაშენე წმიდა ესე ტაძარი კარისა ღვთისმშობლის სახელზედა ჩვენდა შესანდობელად“.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ტანძიის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!