დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
tavkavta-2 _DSC0014 (1) sakurtkhisi-fortress sakurtkhisi tavkavta-khedi

თავკავთა - საკუთხისი - დიდგორის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მარშრუტი იწყება თბილისთან ახლოს, სოფელ წინარეხში და მიუყვება მდინარე კავთურას ხეობას თავკავთას წმინდა გიორგის ეკლესიისკენ. მარშრუტი არის საშუალო სირთულის, თუმცა რამდენიმე მონაკვეთი საკმაოდ ტექნიკურია და რეკომენდებულია კარგი სალაშქრო ფეხსაცმლის გამოყენება. ასევე თან იქონიეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, რადგან შეიძლება მოგიწიოთ მდინარეში გატოპვა. მზად იყავით გაუვალ ბუჩქნარსა და ტყეში გზის გაკვლევისთვის. 

მარშრუტი არის 2 დღიანი, ღამისთევა მოგიწევთ საკურთხისის ციხესთან.

გეგმა:

01

დღე 1

პირველი დღე საკმაოდ რთულია, რადგან გიწევთ მდინარეებში ტოპვა და გაველურებულ ტყესა და ბუჩქნარში სიარული. თავიდან ბილიკი მიუყვება ქვათახევის მონასტერში მიმავალ სამანქანო გზას, დაახლოებით 4 კილომეტრში უხვევს ამ გზიდან და ძველი სატყეო გზით მიემართება თავკავთას მიმართულებით. კიდევ 1 კილომეტრის შემდეგ სამანქანო გზა სრულდება და იწყება ბილიკი, რომელიც რამდენიმე ადგილას მდინარესთან ძალიან ახლოს გადის და შეიძლება დაკარგოთ კიდეც, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ GPS ტრეკი რათა სწორად მიყვეთ ბილიკს და არ მოგიწიოთ მდინარეში სიარული საჭიროების გარეშე. ამის შემდეგ ბილიკი ადის თავკავთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან. შემდეგ უნდა დაეშვათ ხეობაში, აუყვეთ მდინარეს და საბოლოოდ გახვალთ მინდორზე, სადაც საკმაოდ კარგი საბანაკე ადგილია საკურთხისის ციხის გვერდით.
გასავლელი მანძილი 11 კმ, ასაწევი სიმაღლე 524 მ, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1397 მეტრი.

02

დღე 2

მეორე დღეს აგრძელებთ სიარულს აღმართში, თავიდან ბილიკი ცოტა რთული საპოვნელია სანამ ძველ, თითქმის წაშლილ სამანქანო გზას იპოვით და დაადგებით აღმართს რომელიც აგიყვანთ თრიალეთის ქედზე და შეუერთდებით მანგლისი - ნიჩბისის მთავარ გზას. შემდეგ ბილიკი მიუყვება ამ გზას და სულ მალე გაივლის დიდგორის მონუმენტს. დიდგორის მონუმენტიდან ბილიკი ისევ ძველ სატყეო გზას მიუყვება თაბარუკის მონასტრისაკენ და ამჯერად უკვე სულ დაღმართში გიწევთ მოძრაობა.
გასავლელი მანძილი 15.5 კმ, ასაწევი სიმაღლე 688 მ, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1720 მეტრი.

ტრანსპორტი:

წინარეხში მოხვედრა შესაძლებელია მიკროავტობუსით, რომელიც გადის დიდუბის ავტოსადგურიდან. ხოლო თუ საკუთარი ავტომობილი გყავთ, შეგიძლიათ წინარეხს გასცდეთ და 8 კილომეტრით შეიმციროთ ფეხით გასავლელი მანძილი. რაც შეეხება თაბარუკიდან თბილისში დაბრუნებას, აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და მოგიწევთ ავტოსტოპით ან ტაქსით წამოსვლა. თუმცა შეგიძლიათ ფეხით მიხვიდეთ წოდორეთამდე, საიდანაც ყვითელი ავტობუსით დაბრუნდებით თბილისში.

თეგები: #ლაშქრობა #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თავკავთა - საკუთხისი - დიდგორი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!