
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თბილისი ცენტრალი ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრია თბილისში. ის ქალაქის ცენტრალური სადგურის შენობაში მდებარეობს. აქ განთავსებულია ელექტრო ტექნიკის, ტანსაცმლისა, წიგნებისა და აქსესუარების ისეთი მაღაზიები, როგორიცაა: ალტა ოქეი, ბეკო, ზუმერი, ვესტელი, მეგატექნიკა, ელ სი ვაიკიკი, რონიკო, ბიბლუსი, ტერანოვა, ფლო და სხვა. თბილისი ცენტრალი მოიცავს ასევე ბავშვთა სამყაროსა და ოქროს ბირჟას. ბავშვთა სამყაროში შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი რამ ბავშვებისთვის, ასევე ქსოვილები და სხვადასხვა დეკორატიული დეტალები. ოქროს ბირჟა კი ოქროსა და ვერცხლის სამკაულების დიდ არჩევანს გთავაზობთ. სავაჭრო ცენტრში არის ესთეტიკის ცენტრი ლოტუსი, სადაც თქვენს გარეგნობაზე იზრუნებენ. თბილისი ცენტრალში განთავსებულია ბილეთების სალარო, კვების ობიექტი და სამი სასტუმროც. აქ ასევე შესანიშნავი სივრცეა ბავშვებისთვის, ბავშვთა გასართობ ცენტრ ლოსთში შეგიძლიათ დაუვიწყარი დაბადებისდღე მოუწყოთ თქვენს პატარას. ფორტ ბოიარდის თავგადასავლები, ფერადი გარემო და სხვადასხვა გასართობი ბედნიერ, მხიარულებით სავსე დღეს შეგიქმნით. თბილისი ცენტრალი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, სადაც ერთ სივრცეში მოქცეულია მრავალფეროვანი არჩევანი შოპინგის მოყვარულთათვის, გასართობი სივრცე, სხვადასხვა სერვისები რაც კომფორტს ქმნის მომხმარებლებისთვის. თბილისი ცენტრალს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა