დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
თბილისის დიდი სინაგოგა Большая синагога Тбилиси თბილისის დიდი სინაგოგა Tbilisi Great Synagogue თბილისის დიდი სინაგოგა Tbilisi Synagogue

თბილისის დიდი სინაგოგის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისის დიდი სინაგოგა ქალაქ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს. იგი აგებულია 1910 წელს. 1909 წელს გაზეთი ”დროება” გვამცნობს: “ქართველ ებრაელთ თავიანთ სამლოცველოს დამთავრება ტფილისში ძალიან უჭირდებათ, რადგან ასეთ უზარმაზარ შენობას დიდი ფული უნდა. შენობა ლამაზი და საყურადღებოა, გარედან შენობა დაამთავრეს, მხოლოდ შინაგანი მოწყობილობა აკლია… უნდა ააგონ აგრეთვე სკოლის შენობაც, რისთვისაც ქართველი ებრაელნი თავიანთ მორჯულეთაგან მოელიან დახმარებას. ეს დიდი შენობა მთლად ქართველ ებრაელთა წვლილით არის ნაშენი. ევროპიდან ან რუსეთიდან მოსულ ებრაელებს ამათთან კავშირი და მისვლა-მოსვლა არა აქვთ. მოსულ ებრაელებს ტფილისში ორი სინაგოგა აქვს, მაგრამ ქართველი ებრაელები მაინც საკუთარ სინაგოგას აგებენ”.

ნაგებობა გრძივი ღერძით იერუსალიმისკენ არის ორიენტირებული გრძივი ღერძით. იგი გეგმით სწორკუთხაა და ნაგებია წითელი აგურით. ორსართულიანი შენობა რთულ რელიეფზე დგას. სინაგოგის პირველი სართული ოთხ სტრუქტურულ ნაწილადაა დაყოფილი. წინა სივრცე ჰოლია, მარჯვნივ სალოცავის კანტორითა და მარცხნივ კი - სამმარშიანი კიბით, რომელიც მეორე სართულის სალოცავ დარბაზს უკავშირდება. დანარჩენ სამ სტრუქტურულ ნაწილს ორი თაღოვანი კონსტრუქციით სალოცავი დარბაზი აერთიანებს. თაღებს შორის, დარბაზის ცენტრში აღმართულია თება, შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს კი, განივი კედლის ცენტრში არონ-ჰაკოდეშია განთავსებული. მეორე სართულის სალოცავ დარბაზს სამ მხარეზე ტრადიციული ქალთა გალერეა-აზარა უვლის გარს. არონ-ჰაკოდეშის და თების ადგილმდებარეობა ქვედა სალოცავი დარბაზის ანალოგიურია. თაღოვანი კონსტრუქცია მეორე სართულზე შეცვლილია, მათი ბურჯების გაგრძელებაზე აღმართულია ორ-ორი წყვილი სვეტი, რომლებსაც ანტრესოლის სართული-ქალთა გალერეა ეყრდნობა. ორივე დარბაზის ინტერიერი მოხატულია. ნახატის თემატიკა მცენარეული მოტივები, ორნამენტები და ორდერული ვარიაციებია. მთელ ამ ჰარმონიაში საინტერესო მხატვრული როლი აქვს შრიფტის პლასტიკას. ტესქტები კედლების მოხატულობასთან სინთეზშია გამოყენებული. თება და არონ-ჰაკოდეში ორივე დარბაზში ხისაა და გაფორმებულია რთული პროფილებით და ორნამენტული დამუშავებით. აღსანიშნავია ოსტატურად შესრულებული ჰეხალის ლურჯი ფარდა ოქროს ძაფით ნაქარგი ლომების გამოსახულებით.


თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თბილისის დიდი სინაგოგა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!