დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
თელავის ღვთაების ეკლესია

თელავის ღვთაების ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თელავის ღვთაების ეკლესია კახეთში, ქალაქ თელავში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი რიყის ქვის დაბალი გალავნით შემოზღუდულ, რიყის ქვითვე მოკირწყლულ, პატარა ეზოში დგას. გარდა ეკლესიისა, ეზოში კიდევ XX საუკუნეში აგებული ნაგებობაა - სატრაპეზო, სენაკები, სამეურნეო ნაგებობები და სხვა. ღვთაების ტაძარი ძლიერ წაგრძელებულ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. იგი მრავალჯერაა აღდგენილ-გადაკეთებული და პირვანდელი სახე გარკვეულწილად დაკარგული აქვს. შუა ნავი, გვერდითა ნაგებთან შედარებით, თითქმის ორნახევარჯერ უფრო განიერია და გაცილებით მაღალი. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნალისბერი მოხაზულობის ფასადით სრულდება, გვერდით ნაგები კი - მცირე, სწორკუთხა, ორსართულად განლაგებული სადგომებით. ორსართულიანია ბაზილიკის დასავლეთ ნაწილიც, მეორე სართული სამი ოთხკუთხა სადგომისგან შედგება. ამ სართულის დასავლეთ კედელში ორრიგად განლაგებული რამდენიმე სათოფური და ორი ტლანქი სარკმელია. ნავები ერთმანეთისგან კვადრატულ ბურჯებზე გადაყვანილი თაღებითაა გამოყოფილი. ჩრდილოეთ თაღები თავდაპირველია და ნალისებრი ფორმა აქვს. თაღების ქვეშ, გვერდითი ნავების მხარეს მიქცეულ ნაწილში, დადაბლბული თაღებია ჩაშენებული, რომლებსაც ჩრდილოეთ ნავის გვიანდელი კამარა ეყრდნობა. სამხრეთ თაღები და ცენტრალური ნავის კამარა შეისრული ფორმისაა. როგორც ჩანს, ნავები თავდაპირველად ხუთ-ხუთი თაღით იყო გაყოფილი, მოგვიანებით კი განაპირა თაღების ორივე წყვილში კედელი ჩაუშენებიათ. გვერდითა ნავები და სადგომები გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესია თაღოვანი სარკმლებით ნათდება. შესასვლელი ორია - დასავლეთითა და სამხრეთით. თავიდან მესამე შესასვლელიც ყოფილა ჩრდილოეთ კედელში, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. დასავლეთ ფასადზე, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი, სამი ჯვარია გამოსახული, ერთი ჯვარი კი აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება. შენობის კედლები საშუალო ზომის, რიყის ქვის სწორი რიგებითაა ნაწყობი, მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში, რიყის ქვასთან ერთად, გამოყენებულია კვადრატული აგურიც. სახურავის დასავლეთ ნაწილზე დადგმულია მაღალი თაღებით გახსნილი სამრეკლო.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თელავის ღვთაების ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!