
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ტელეფისის ციხე იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში მდებარეობს. იგი ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება და VI საუკუნით თარიღდება. ციხე ზემოდან დაჰყურებს მდინარე რიონის ხეობას და სტრატეგიული სიმაგრე იყო. 553 წელს ტელეფისის ციხისთვის ბრძოლა გაიმართა ეგრის-ბიზანტიისა და ირანის ჯარს შორის, ეგრისის დიდი ომის დროს. ბიზანტიელი მემატიანე აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს: “სარდალი მარტინე მისი ხელქვეითი ჯარებით ტელეფისში დაბინავებულიყო. ეს ციხე მტკიცე და ძალიან მაგარაია. ის დიდის გულმოდგინებით იცავდა შესასვლელებს. ეს ადგილი ძნელ-სავალი და მიუდგომელია”. XVII საუკუნემდე ეს ციხესიმაგრე თავად ჭილაძეების მფლობელობაში იყო, XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან კი დადიან-ჩიქოვანთა მფლობელობაში გადავიდა. დღესდღეობით ტელეფისის ციხისგან მცირე ნანგრევებია შემორჩენილი. დღემდე მოაღწია დასავლეთის კედელმა, რომლის სიმაღლე 20-25 მეტრს აღწევს, სისქე კი - 3,6 მეტრია და აღმოსავლეთ კედლის ფრაგმენტებმა. ტელეფისის ციხე ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ბორცვზე ალაგ-ალაგ მიწაში ღრმად ზის ჩამონაშალი წყობის ფრაგმენტები.




ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა