
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თელოვანის ჯვარპატიოსანი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ვაზიანთან და ქსოვრისთან ახლოს. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონდა, სამივე დასავლეთის მკლავში, სამხრეთის შსასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ტაძარს სამხრეთიდან მინაშენი ჰქონია, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ნაშთი და ერთი კაპიტელია გადარჩენილი. ეკლესია ტრიკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. აღმოსავლეთის აფსიდი შვერილია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის აფსიდები კი სწორკუთხედშია ჩაწერილი. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო აფსიდალური პასტოფორიუმია. პასტოფორიუმებს შესასვლელი ბემიდან აქვთ. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდება. ჯვრის ყოველ მკლავში თითო თაღოვანი სარკმელია, თითო სარკმელი აქვთ პასტოფორიუმებსაც. გუმბათში ოთხი პატარა, მრგვალი სარკმელია. ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, შემორჩენილია მხატვრობის ძალიან მცირე ნაშთები. მხატვრობის ორი ფენაა, ერთი ფენა IX საუკუნით თარიღდება, მეორე კი - X საუკუნით. ფრესკები თბილი კოლორიტით ხასიათდება, გამოყენებულია რუხი, ღია ვარდისფერი, მოწითალო – აგურისფერი, ლურჯი და მუქი წითელი ფერები. საფასადო მორთულობა სადაა. დასავლეთის შესასვლელის არქიტრავი რელიეფითაა შემკული. რელიეფური სიუჟეტი გვხვდება ასევე ჩრდილოეთის შესასვლელის წირთხლში, სადაც გამოსახულია დანიელი ლომების ხაროში, აქვეა ირმები და პალმის ხეები. სამხრეთის ამოშენებული კარის თაღი და დასავლეთის სარკმელი მცენარეული ორნამენტებითაა შემკული. სამხრეთის სარკმელს მინიმალისტური დეკორი აქვს. გუმბათი თაღედითაა დეკორირებული. გუმბათის სარკმლები მორთულია გვირილისებური საპირეებთ. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტებისათვის და გუმბათისთვის კირქვის ან შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. ტაძარს გალავანი ერტყმის გარს, რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით არის აშენებული.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა