
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თეთრი ხიდი - მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე. იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია, მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს.
მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად შეხამებია. ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი გახლავთ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ, ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით იზომებოდა.
ლეგენდის მსგავსი ამბავიც არსებობს: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი შავგულიძისა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა