დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
თინას ( ჯუთას ) ტბა - Tina ( Juta ) lake თინას ( ჯუთას ) ტბა - Tina ( Juta ) lake თინას ( ჯუთას ) ტბა - Tina ( Juta ) lake

თინას ტბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული
ტბა თინა - იგივე ჯუთას ტბა, მდებაორებს სოფელ ჯუთაში, სტეფანწმინდა (ყაზბეგის) მუნიციპალიტეტში, სნოს თემში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ჭაუხების მთის ძირში. 
თეგები: #ბუნება #ტბა #წყალი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

ჯუთაში მდებარე საოჯახო სასტუმროების ტელეფონის ნომრები ხომ არ გაქვთ?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: საოჯახო სასტუმრო მეტი ცა 555 25 68 09, საოჯახო სასტუმრო ლევანი და მეგი 557 51 30 08

George Chkareuli
George Chkareuli

თინას ტბას (ჯუთის ტბას) რაიმე ისტორია თუ გააჩნია?

ჯუთის ტბა - ერკონოვანო

1967 - წელს, სოფელ ჯუთის მკვიდრ ხუთ ბავშვს, რომელთა ასაკი მერყეობდა - 14 -დან - 16 წლამდე, მოგვივიდა აზრად, რომ ჭიუხების მასივის მიმდებარედ არსებულ ბუნებრივ ღრმულში შეგვეშვა წყალი და დაგვეგუბებინა ტბა. ამისთვის საჭირო იყო მდინარის მთავარი დინებიდან ღრმულისკენ წყლის გარკვეული რაოდენობის მიშვება. ჩვენმა ბავშვურმა ენთუზიაზმმა ნაყოფი გამოიღო. დიდი შრომის ფასად გავჭერით წყლის გზა. რთულ რელიეფურ პირობებში ეს ადვილი არ იყო, განსაკუთრბით მთავარი დინებიდან ახალი განშტოების გამოყოფა. ბოლოს, ორთვიანი მცდელობა იმით დაასრულდა, რომ წყალი საგუბარში შევუშვით, მაგრამ საკმაო დრო დასჭირდა გაუწყლოებული ფსკერის წყლით გაჟღინთვას და როცა წყლის დონემ აიწია, რათა ხელოვნური ტბა უფრო ეფექტური გამოჩენიიყო, სჭირო გახდა ერთი დაცემული ნაპირის ამაღლება - 80 ~ 100 სმ-ით, ეს ზღუდეც ამოვაშენეთ და საგუბარის სიღრმემ ორ მეტრამდე აიწია (ყველაზე ღრმა წერტილში).
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ტბისთვის ისეთი სახელწოდება შეგვერჩია, რომელიც ამ სქმის მონაწილეეთა ვინაობასაც შემოინახავდა, ამიტომაც ავიღეთ იმ ხუთი ყმაწვილის სახელებიდან პირველი ორი ასო-ბგერა და დავალაგეთ ტრადიციული წესით - უფროს-უმცროსობის მიხედვით. ასე მივიღეთ არც თუ ცუდად ჟღერადი სახელწოდება - ერ-კო-ნო-ვა-ნო, ესეიგი - ერეკლე, კობა, ნოშრევანი, ვაჟა, ნოდარი. ასეთია მოკლე ინფორმაცია - ერკონოვანოს ტბის შესახებ.

ნოშრევან არაბული
სოფელი ჯუთა
2022.05.19

TINA - TINA, (რუს.) მდედრ.)). 1. სქელ მასად მცურავი წყალმცენარეები დამდგარ ან მდორედ მოძრავ წყალში, რომლებიც სილასთან ერთად დანალექვისას, წარმოქმნიან ბლანტ ფსკერს;
ტბორი დაიფარა ტინით. 2. (გადატანითი მნიშვნელობით) დაჭაობება, უძრაობის მდგომარეობა, სტაგნაცია;
ბოჭკოვანი წყალმცენარე;
_________________________________________________
* თინას ტბა - უხეში შეცდომაა, აქვს რუსული მნიშვნელობა - (სავარაუდოდ, დაუძახეს "მეზობლებმა" და აიტაცეს "უმცროსმა ძმებმა" :/
ТИНА — (Mud, mire, ooze) ы, жен. 1. Водоросли, плавающие густой массой в стоячей или малопроточной воде и при оседании образующие вместе с илом вязкое дно. Пруд зарос тиной. 2. перен. Обстановка застоя, косности, трясина (во 2 знач.). Т. обывательщины. | прил.… … (Толковый словарь Ожегова);
нитчатка, волокнистое водяное растение; Т. садится запутанными клочьями на дно озера и, смешиваясь с илом, образует вязкое топкое дно.
(Самойлов К. И. Морской словарь. М. Л.: Государственное Военно морское Издательство НКВМФ… … Морской словарь);

Mari Chilingarashvili
Mari Chilingarashvili

გამარჯობა მაინტერესებს გზა როგორია და დაბალი გამავლობის მანქანით ანუ ჰონდა ფიტით თუ ავალ. მადლობა წინასწარ

natia lomineishvili
natia lomineishvili

გამარჯობა, დიახ შეძლებთ ნებისმიერი ტიპის ავტომობილით მისვლას.

Vaska Bichikashvili
Vaska Bichikashvili

გამარჯობა მაინტერესებს რამდენად სახიფათოა ორი ღამის გატარება ერთი ადამიანისთვის ან რა სიღტულე შეიძლებაშემხვდეს ?

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გამარჯობა. ეს ტბა საკმაოდ პოპულარულ მარშრუტზე მდებარეობს შესაბამისად ირგვლივ მუდმივად უამრავი ხალხია და არანაირი საფრთხე არ არსებობს ცხოველების მხრივ. ზოგადად სირთულე შეიძლება იყოს დაბალი ტემპერატურა ღამით და ცუდი აღჭურვილობა რის გამოც შეიძლება შეგცივდეთ, ფეხი დაგისველდეთ და თავი ცუდად იგრძნოთ.

Vaska Bichikashvili
Vaska Bichikashvili

კარგი დიდი მადლობა

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თინას ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!