დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერში მდებარეობს. იგი აგებულია 1863-1871 წლებში. ეკლესია აშენდა IX-X საუკუნეების ბაზილიკის ნაშთების გვერდით, ახალ ტაძარში გამოიყენეს ძველი ფრაგმენტებიც. მშენებლობა ლევან დადიანს დაუწყია, მის დასრულებაზი კი ნიკო დადიანმა და ეკატერინე ჭავჭავაძემ იზრუნეს. ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ნავები ერთიან ორფერდა სახურავშია მოქცეული. შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, ორივე თაღოვანია. სამივე ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით სრულდება. აფსიდები, ძირითად კორპუსთან შედარებით, უფრო დაბალია და ინტერიერში კონქის ზევით საკმაოდ მაღალი შუბლი წარმოიქმნება. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორ წყვილ ბურჯზე გადაყვანილი თაღებით. სვეტები პროფილირებული იმპოსტებით სრულდება. იმპოსტებითაა დასრულებული აფსიდის მხრებც. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებზე გადაყვანილი დეკორატიული თაღებით. ნევები გადახურულია ცილინდრული კამარებით, რომლებიც იმპოსტებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ინტერიერი, გარდა სვეტებისა, მთლიანად შელესილია. ფასადები სადაა. სარკმლებსა და შესასვლელებს პროფილირებული მოჩარჩოება აქვთ. გრძივ კედლებში, ამჟამინდელი სარკმლების გასწვრივ, ქვედა რეგისტრში დიდი სწორკუთხა სარკმლები ყოფილა გაჭრილი, რომლებიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. გადაკეთებულია აფსიდებში გაჭრილი სარკმლებიც. ფასადებს სადა, პროფილირებული ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. შესასვლელისა და სარკმლების საპირეებზე, ლავგარდანსა და კედლების გადაკვეთის კუთხეებზე გამოყენებულია განსხვავებული ჯიშის ქვები.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ტურები ლეჩხუმში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!