
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
წალკის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, ქალაქ წალკის ტერიტორიაზე სტალინის ქ. #73-ში, ბ. ნიკოლოვის საკარმიდამო ნაკვეთში.
დაზიანებული დარბაზული ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აფსიდი, სატრიუმფო თაღი ნალისებური ფორმისაა. საკურთხეველში ერთი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ტრაპეციის ფორმის ნიშებია. სარკმელთან ტრაპეზის ქვა დევს. მასზე ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. დეკორი სადაა – ჭარბობს თაროებისა და ლილვების მოტივი.
ინტერიერში შემორჩენილია ფრესკების ნაშთები.
ეკლესიას დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით, მშრალი წყობით ნაგები გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლის მხოლოდ სამხრეთი ნაწილია შემორჩენილი.
ეზოში რამდენიმე საფლავის ქვაა. ეკლესიის სამხრეთით დგას ცხენის, ხოლო აღმოსავლეთით ცხვრის ქანდაკებები, სამხრეთ-დასავლეთით გალავანთან დევს ქვის ემბაზი.
ამჟამად ეკლესია რესტავრირებულია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა