
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
წებელდის ციხე აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წებელდაში მდებარეობს. აფხაზეთის ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. კომპლექსი მოიცავს: სამეთვალყურეო კოშკებს, საეკლესიო ნაგებობებს, სასახლის ნანგრევებსა და სხვადასხვა სახის თავდაცვით ნაგებობებს. წებელდის ციხის ერთ-ერთი ეკლესიის შესწავლისას გამოვლინდა ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტებიც. ბერძნული წყაროების მიხედვით, წებელდის ციხე ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, იგი კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე იყო, რომელსაც ლაზთა სამეფოს თავდაცვით სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. კომპლექსი დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაშია და ყურადღებას საჭიროებს. ციხის გალავნის სიგრძე 150 მეტრია, ხოლო სიგანე - 50მეტრი. გალავანს კუთხეებში კოშკებია ჩართული. შედარებით უკეთაა შემორჩენილი ჩრდილო-დასავლეთის კოშკი, რომელიც ნახევარწრიული მოყვანილობისაა. კოშკს ჩრდილოეთით სამი სარკმელი აქვს გაჭრილი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა