
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
წეროსხევის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, წეროს ხევის თავში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, დარბაზული ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრევი.
ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა ძლიერ დაზიანებული იყო და რამდენიმე წლის წინ იქნა აღდგენილი. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. გუმბათის ყელში ოთხი დიდი სარკმელია. გუმბათი შიგნით წრიულია. გუმბათის ყელს შიგნიდან, ფუძესთან, ლილვი შემოუყვება. საკურთხეველში შემორჩენილია აგურით ნაგები მოხატული კანკელის სამხრეთ თაღის ნახევარი. შენობის სამხრეთ კედელზე ნუსხა-ხუცური წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე „როსტევანი“. შენობა დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. მისი აღმოსავლეთ ნაწილი ამოყვანილია მაღალ საყრდენ კედელზე. საკურთხევლის სარკმელს რელიეფური ნალისებრი თავსართი აქვს.
დარბაზული ეკლესია (10 X 5 მ) სავარაუდოდ თარიღდება ფეოდალური ხანით. ნაგებია შირიმისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. ნახევრად ელიფსური აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.
ეკლესიის მახლობლად, წყაროსთან ძველი ტერასები და წყალსაცავი ჯებირია.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა