
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
წეროვნის სამება მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და ჩრდილოეთით. სამხრეთის შესასვლელი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი - თაღოვანი, ჩრდილოეთის შესასვლელი ამოშენებულია. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა შემაღლებული და ნახევარწრიული ამბიონი ერთვის. აფსიდში ორი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის შუა ნაწილში ტრაპეზის ქვა დევს. ტაძარი ოთხი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშია გაჭრილი, ორი კი - სამხრეთის კედელში. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის იატაკი გრანიტის სწორხაზოვანი ფილებით არის მოპიტკეთებული. ფასადები დეკორატიული თაღებითაა შემკული. თაღებს მოჩუქურთმებული იმპოსტები აქვთ. აღმოსავლეთის სარკმელს დიდი ფოთლებით მორთული საპირე აქვს. სარკმლის ორივე მხარეს მაღალი, სამკუთხა, თაღოვანი ნიშებია. სარკმელბი და ნიშები დიდ თაღშია მოქცეული. დასავლეთის ფასადზე კუთხის ნახევარსვეტები გარკვეულ სიმაღლეზე ჰორიზონტალურ მიმართულებას იღებს და მომცრო თაღს ქმნის, თაღი სარკმელს ევლება, მის თავზე კი რელიეფური ჯვარია გამოსახული. სამხრეთის ფასადზე ერთ სარკმელს ოთხყურა ფოთლოვანი მოტივით მოჩუქურთმებული საპირე აქვს. ფასადებს თაროსა და დახრილი სიბრტყისაგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია ყორე ქვით, გარედან კი მოყვითალო თლილი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. ინტერიერში თლილი ქვისაა პილასტრები, კამარის საბჯენი თაღები, კონქი და კარ-სარკმლის საპირეები. ტაძარს ყორე ქვით ნაგები დაბალი გალავანი ერთყმის გარშემო.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა