დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მდებარეობს. იგი რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს, რომელთაგან უძველესი IV-V საუკუნეებით თარიღდება. წილკანში ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდშივე ააგეს. წერილობითი წყაროები გვამცნობს: "ბაკურ (მეფე) დაიწყო წილკნისა ეკლესიასა შენება და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა". ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის ამგებად მირიანის ძეს - ბაქარ მეფეს მიიჩნევს. წილკნის ტაძარი მალე საეპისკოპოსო კათედრალად იქცა, 506 წლის საეკლესიო კრებას წილკნელი ეპისკოპოსიც ესწრებოდა. VI საუკუნის II ნახევარში წილკნის ეპარქიას იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე - ისე წილკნელი განაგებდა, რომელიც ამავე ტაძარშია დაკრძალული. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერა იყო და საკმაოდ მდიდარიც, მას დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და ფეოდალები. ეკლესიას ჩვენამდე პირვანდელი სახით არ მოუღწევია, ის სხვადასხვა პერიოდის სამ ნაგებობას აერთიანებს, ესენია: IV საუკუნის დარბაზული ეკლესია, V-VI საუკუნეთა მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა და განვითარებული შუა საუკუნეების გუმბათიანი ტაძარი. წილკნის ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ძეგლია.


არქიტექტურა

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი ცენტრალურგუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი სამია - სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით კარიბჭეები ეკვრის. ნაგებობის აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში საკმაოდ ღრმა ნიშებია. თორმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი ოთხ ცალკე მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გარდა გუმბათის სარკმლებისა, ინტერიერს კიდევ 10 სარკმელი ანათებს. აფსიდის კუთხეებთან პილასტრებს ორნამენტული სატრიუმფო თაღი და გუმბათქვეშა ბოძებისაკენ გადაყვანილი თაღები ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. სატრიუმფო თაღი, გუმბათქვეშა ბოძებისა და პილასტრების კაპიტელები სხვადასხვა პერიოდის ორნამენტებითაა მორთული. ორნამენტიანი ფრაგმენტები გამოყენებულია ასევე გუმბათქვეშა ბოძებისა და კედლების წყობაში. გუმბათში შემორჩენილია XVI-XVII საუკუნეების მოხატულობა, გამოსახულია მაკურთხებელი ქრისტე. გუმბათის ყელის ზედა ნაწილში, გამოსახულია ანგელოზები, მახარობელთა სიმბოლოები და ექვსფრთედები. დასავლეთის კარიბჭესა და დარბაზს შორის მცირე სწორკუთხა სათავსია. სამხრეთის კარიბჭე მართკუთხაა და განიერი თაღოვანი შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთ ფასადზე ორნამენტიანი საპირეებით მორთული სამი სარკმელია. გუმბათის ყელს საფუძველთან და სარკმლებს ზემოთ ორ-ორი ლილვი შემოუყვება. ფასადებს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი ასრულებს. სამხრეთის კარიბჭეს აღმოსავლეთით მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ეკვრის, რომელიც კარით უკავშირდება კარიბჭესაც და გუმბათოვან ტაძარსაც. დარბაზული ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრებს ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი და კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. სამხრეთის კედლის თაღებში გაჭრილია სარკმლები. ეკლესიის შესასვლელის არქიტრავზე ორნამენტირებული ჯვარია გამოსახული. წილკნის ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ინტერიერის და ნაწილობრივ დარბაზული ეკლესიის სამხრეთ ფასადის კედლების წყობაში გამოყენებულია (მოგვიანო აღდგენის პერიოდის) რიყის ქვა, აგური და ორნამენტიანი კვადრები.

ტაძარს XVIII საუკუნის გალავანი აქვს შემოვლებული. გალავნის გარეთ შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. ეზოში შესასვლელი სამხრეთიდანაა, მას აგურის თაღი აქვს. გალავნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ორიარუსიანია. აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში შემორჩენილია ცალმაგი სათოფურები, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული ფორმის თითო კოშკია აღმართული. სამხრეთ-დასავლეთის კოშკი სამსართულიანი იყო, სხვები კი - ორსართულიანი. კოშკებში შესასვლელები ეზოს მხრიდანაა. კოშკების ყოველ სართულზე გვხვდება ნიშები, სათოფურები და ბუხარი. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს საზარბაზნეც აქვს, ჩრდილო-დასავლეთის კოშკს კი - სალოდეები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის შესასვლელზე XIX საუკუნეში აგურის სამრეკლო-ფანჩატური დააშენეს. გალავანი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, წყობაში ასევე ჩართულია აგური და ტაძრის ორნამენტიანი ქვები.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!