
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
წინარეხის ჯვარპატიოსნის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრზე.
ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა სამხრეთის მინაშენით. აშენებულია ქვიშაქვის და ნიჩბისის ქვით კირ-დუღაბზე, თაღების და სხვა არქიტექტურული დეტალებისთვის გამოყენებულია შირიმი. ქვედა რიგებში გამოყენებულია დიდი ზომის ქვიშაქის ქვები, ზემოთ კი უფრო მცირე ზომის. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ქონდა. ჩრდილოეთის კარი მოგვიანებითაა ამოშენებული. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. ტაძარი განათებული იყო აღმოსავლეთის და დასავლეთის თითო და სამხრეთის ორი სარკმლით. აღმოსავლეთის კედლის თავსართი შემკულია რელიეფით: გორაზე აღმართული სამი ჯვრის გამოსახულებით. ტაძრის სიმაღლისკენ სწრაფვა უფრო საგრძნობი ხდება ინტერიერში. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის ღერძზე ერთი სარკმელია გაჭრილი. მის ქვეშ ქვის ტრაპეზია. სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო, მხატვრობა მხოლოდ საკურთხევლის სარკმლის წირთხლშია შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთი მინაშენიდან მხოლოდ საძირკვლის პირველი წყებაა შემორჩენილი. მინაშენი მთელ სიგრძეზე ეკვროდა ტაძარს, მასაც შესასვლელი სამხრეთიდან ქონდა. ტაძრის სამხრეთით და აღმოსავლეთით 8-10 მეტრში გალავნის ნაშთი იკითხება
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა