
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხთან ახლოს მდებარეობს. XIV საუკუნიდან ეს მხარე ძლიერი აზნაურების, მაღალაძეების მფლობელობაში იყო, აქედან მომდინარეობს კომპლექსის სახელწოდებაც. მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ძეგლებს მოიცავს, მათ შორის ყველაზე ძველია XII საუკუნის დარბაზული ეკლესია (მაღალაანთ ეკლესია, იგივე ბეთლემის ღვთისმშობელი).
მაღალაანთ ეკლესია ქვიშაქვის თლილი კვადრებით ნაგები XII საუკუნის ერთნავიანი ნაგებობაა. ტაძარი გეგმით სწორკუთხაა
და ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. ეკლესია ორსაფეხურიან
ცოკოლზე დგას და ცილინდრული კამარითაა გადახურული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კამარის
საბჯენი თაღი დარბაზის გრძივ კედლებზე განლაგებულ პილასტრებს ეყრდნობა. ტაძრის სამხრეთ
ფასადს მთელ სიგრძეზე ასევე ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერი გასდევს. ეკვტერის
აღმოსავლეთი ნაწილი აფსიდიან სამლოცველოს წარმოადგენს. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები
დეკორირებულია სამთაღედებით. ეკლესია უხვადაა მორთული მაღალი ოსტატობით შესრულებული
ჩუქურთმებით. დეკორატიული მიზნით ქვიშაქვასთან ერთად გამოყენებულია ფირუსიფერი ქვაც.
ნაგებობას მოჩუქურთმებული ლავგარდანი შემოუყვება. ორნამენტულადაა მოჩარჩოებული სარკმლებიც.
მაღალაანთ ეკლესიაში შემორჩენილია მხატვრობის ორი ფენა, პირველი ტაძრის თანადროულია,
მეორე ფენა კი XVII საუკუნით თარიღდება. პირველი ფენის ცალკეული ფრაგმენტები
საკურთხეველში, დარბაზის კედლებსა და ეგვტერის ჩრდილოეთ კედლებზეა შემორჩენილი. მისთვის
დამახასიათებელია ნათელი ფერთა გამა, დახვეწილობა და მოქნილობა. მეორე ფენა აღსავლის
კარზე, კანკელზე, ჩრდილოეთ კედელის დასავლეთ მონაკვეთზე, ეგვტერისა და დარბაზის შესასვლელის
თავზე და დარბაზში შესასვლელის წირთხლებზეა შემორჩენილი. ამ პერიოდის მოხატულობა მუქი
კოლორიტით ხასიათდება. ერთ-ერთ ფრესკას, რომელზეც ნიკოლოზ მაღალაძის დედა, ელენეა გამოსახული,
ახლავს წარწერა, სადაც მოხსენიებულია მხატვარი აპოსტოლე. მაღალაანთ ეკლესიას შემოვლებული
აქვს გალავანი. გალავნის შიგნით, შესასვლელთან განთავსებულია აუზი, რომელშიც შემორჩენილია
წყლის მილი.
მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ წინარეხიდან 2.5 კმ-ის დაშორებით. მაღალაანთ კომპლექსთან მიდის სამანქანო გრუნტიანი გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა