დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ციციშვილების ციხე დარბაზი

ციციშვილების ციხე დარბაზის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ციციშვილების ციხე-დარბაზი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიჩბისში მდებარეობს. იგი XVII საუკუნით თარიღდება. ციხე-დარბაზი ციციშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა. კომპლექსი მოიცავს: სასახლეს, საცხოვრებელ კოშკს, აბანოსა და გალავანს. ანსამბლის სამხრეთის ნაწილში სასახლე და ორსართულიანი საცხოვრებელი კოშკი დგას, ჩრდილოეთის კედელთან აბანო, მრგვალი კოშკი და ციციშვილების საგვარეულო საფლავია, დასავლეთის კედელთან კი სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა და აფთიაქია განლაგებული. ფლეთილი და სხვადასხვა ზომის რიყის ქვით ნაგებ გალავანს მთავარი შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აქვს. კარიბჭიდან გალავანი აღმოსავლეთით მიემართება და საბრძოლო კოშკით სრულდება. აღმოსავლეთის კედელში ორი სწორკუთხა გეგმის მქონე კოშკია ჩართული. ამის შემდეგ გალავანი ჩრდილოეთით მიემართება და მრგვალი კოშკით სრულდება, აქედან კედელი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიდის. გალავნის ამ ნაწილში მოთავსებულია სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა და აფთიაქი. ციხის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ერთსართულიანი სასახლე, რომლის უმეტესი ნაწილი ამჟამად დანგრეულია. XX საუკუნის 40-იან წლებში სასახლის კედლებზე ახალი კედლები დაუშენებიათ და სოფლის სკოლად გადაუკეთებიათ. სასახლეს ცენტრალური შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. დღესდღეობით მხოლოდ სასახლის მიახლოებითი გეგმის წაკითხვაა შესაძლებელი. სავარაუდოდ ცენტრალურ ნაწილში სტუმრის მისაღები ოთახი მდებარეობდა, რომლის ჩრდილოეთით განლაგებული იყო მცირე ზომის ოთახები, სამხრეთით კი - დიდი ზომის ოთახი. სასახლის დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები ნაგებია აგურისა და ფლეთილი ქვის რიგების რითმული მონაცვლეობით. საცხოვრებელი კოშკი ფლეთილი ქვით ნაგები, გეგმაში მართკუთხედის ფორმის სამსართულიანი ნაგებობაა. კოშკის ყველა კონსტრუქციული ელემენტი შეისრული ფორმისაა. შენობის დასავლეთ კედელზე, პირველ და მეორე სართულზე ბუხარი გვხვდება. კოშკის მეორე სართულზე მოხვედრა ქვის კიბის საშუალებით შეიძლება. ამ სართულის ჩრდილოეთის კედელში კარია, რომელიც აივანზე გადის. კარი სამხრეთის კედელშიც არის, აქაც ჰქონია კოშკს მცირე ზომის აივანი. პირველი სართულის დონეზე გაჭრილი იყო შესასვლელი კარი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. კედლებში სათოფურებია გაჭრილი. მეორე სართულიდან კიბე მესამე - საბრძოლო სართულზე ადის, რომელიც ნაწილობრივაა შემორჩენილი. 1987 წელს საცხოვრებელ კოშკს რესტავრაცია ჩაუტარდა. კოშკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს აბანო და კედელს ებჯინება იმ ადგილას, სადაც მრგვალი კოშკი დგას. შესასვლელი ერთია - სამხრეთიდან. ნაგებობა ერთმანეთისგან კედლებით გამოყოფილი შვიდი სივრცისგან შედგება. აბანის შესასვლელიდან ვხვდებით მეორე სათავსში, რომლის ცენტრში ოთხკუთხა ფორმის საფეხურებიანი აუზია. ამ სათავსოს მოგრძო ფორმის დერეფანი მთავარ და პატარა სააბაზანოსთან აკავშირებს. დიდი სააბაზანოს სამხრეთის კედელთან ორსაფეხურიანი აუზია. ოთახის კუთხეებიდან შეისრული ფორმის საბჯენი თაღებია გადაყვანილი, რომლებსაც გუმბათის კონსტრუქცია ეყრდნობა. ნაგებობის კედლები ფლეთილი და ყორე ქვით არის ამოყვანილი, საბჯენი თაღები, გუმბათი და ყველა სათავსის გადახურვის კონსტრუქცია კი - კვადრატული აგურით. აბანოს გუმბათი მოგვიანებით არის აღდგენილი.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ციხესიმაგრე #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ციციშვილების ციხე დარბაზი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!