
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ქალაქი და კურორტი წყალტუბო იმერეთის მხარეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 95-120 მეტრზე. იგი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებითა და ლამაზი ბუნებით. კურორტის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეა გაშენებული. წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია და განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. ქალაქში ფუნქციონირებს სანატორიუმი, სასტუმროები, პოლიკლინიკა და ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური ტბა - „ცივი ტბა“. თუკი კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენება გსურთ აქ შესანიშნავი გარემო დაგხვდებათ. მწვანეში ჩაფლული კურორტი ლამაზი ბაღებით, ხეივნებითა და სამკურნალო წყლებით საუკეთესოა განტვირთვისთვის. წყალტუბო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში იყო ცნობილი, XII-XIII საუკუნეებში კი იგი უკვე ფართო პოპულარობით სარგებლობდა, როგორც სამკურნალო პუნქტი. პირველი ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ 1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების“ გამოცემებში ქვეყნდება. კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო, 1931 წლის დადგენილებით წყალტუბო კურორტად და ბალნეოთერაპიის ცენტრად გამოცხადდა. კურორტი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალ დამსვენებელს იზიდავს.




ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა