
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ცოდვილთ ქოხები განვითარებული შუასაუკუნეების (X-XV სს) პერიოდის გამოქვაბულების კომლექსია, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფანშეტის სამხრეთით, აჭკალნის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. იგი ბერების სადგომი იყო. კომპლექსი სამიარუსიანია და ბაზალტისქანიან კლდეშია გამოკვეთილი. მიწისძვრის შედეგად მისი დიდი ნაწილი ჩამოქცეულია.
პირველ იარუსზე გამოკვეთილი იყო ხუთი ქვაბი, მათგან მხოლოდ ორიღაა მეტ-ნაკლებად შემორჩენილი. მეორე იარუსზე დარჩენილია ორი ქვაბი. საინტერესოა ჩრდილოეთით მდებარე ორსართულიანი სათავსი. შესასვლელი მას მეორე სართულზე აქვს და კართან ბილიკი მიდის. ეს მოზრდილი სათავსი სივრცითი აგებულებით სამ ნაწილად იყოფა. შესასვლელთან კვადრატული ფორმის სივრცეა, რომელსაც სამხრეთიდან, სიღრმეში, გეგმით ტრაპეციის ფორმის ნაწილი შეერთვის. ამ სართულის ჩრდილოეთ ნაწილი დანარჩენებთან შედარებით ოდნავ მაღალია. მის გარე, საფასადო კედელში სამი სხვადასხვა ზომის სარკმელია გაჭრილი. ამავე ნაწილში, კედელთან, პირველ სართულზე ჩასასვლელი ხვრელია. სავარაუდოა, რომ აქ მცხოვრები მესაქონლეობას ეწეოდა და ამ სათავსში საქონელთან ერთად ცხოვრობდა. მეორე იარუსზე ცხრა საბმურია, პირველზე - ოთხი. პირველი სართული ორნაწილიანი სივრცეა, სიღრმეში მდებარე ნაწილი გეგმით ხუთკუთხაა, წინა ნაწილი კი შედარებით ფართოა და ოთხკუთხა. მესამე იარუსი შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად. ყველაზე სამხრეთით, განმარტოებით მიუვალი ქვაბია, შემდეგ ხუთი სათავსისგან შემდგარი გამოქვაბულთა რიგი, ბოლოს - ნახევრად ჩამოქცეული ოთხქვაბიანი ნაწილი. ყველაზე საყურადღებოა შუა ნაწილი. სამხრეთიდან მოყოლებული პირველი ქვაბი მართკუთხა დაბრაზია. მისი იატაკი მნიშვნელოვნად ამაღლებულია "წინამოსთან" შედარებით. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ამოკვეთილია საკმაოდ მოზრდილი, სამკუთხა ფორმის ღრმა ნიში. ნიშის ორივე მხარეს მცირე ნიშებია. ჩრდილო-დასავლეთ კედელში ოთხი ნიშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელი საქონლის მისაბმელი იყო. მეორე ქვაბი ოთხკუთხაა. მისი სახრეთ-დას. კედელში ამოკვეთილია ორი ნიში. ამ ქვაბის ქვემოთ მესამე ქვაბია. ქვაბის სამხრ-დასავლეთ კედელში სამი სხვადასხვა ფორმის ნიშია. ჩრდილო-დასავლეთით, იატაკის დონეზე, მოზრდილი სანახია მოწყობილი. აქედან შეიძლება მოხვედრა ქვაბში, რომლის სამხრეთ-დასავლეთ კედელში სამი მცირე და ერთი დიდი ზომის ნიშია ამოკვეთილი. მეოთხე ქვაბის ზემოთ ორიოდე მეტრზე, გამოკვეთილია ხუთკუთხედი ფორმის მეხუთე ქვაბი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა