
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
წოფის მთავარი ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. წოფის განაპირას.
წოფის ეკლესია აგებულია VI საუკუნეში.
ეკლესია სამსაფეხურებიან სტილობატზე მდგარი დარბაზული ნაგებობაა (14,7x9,7მ.), რომელსაც სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აქვს მიდგმული. სამი საფეხურით შემაღლებული ნალისებური აფსიდი ხუთ წახნაგადაა შვერილი. ტაძარის სქელი კედლები ერთი ზომის, სწორკუთხა ფორმის მოგრძო, უხეშად დამუშავებული კირქვითაა ნაგები, ხოლო კონსტრუქციები კარგად გათლილი მუქი ფერის ტუფითაა გამოყვანილი. ორი განიერი კარი დასავლეთ და სამხრეთ კელდებშია გაჭრილი, რომელთაც მასიური, დიდი ზომის არქიტრავები ხურავთ. ორი წყვილი, ძლიერ გამოწეული მსხვილი პილასტრებით ინტერიერი სამ ტოლ მონაკვეთადაა დაყოფილი. სამხრეთ და დასავლეთ მინაშენების მხოლოდ კონტურები იკითხება; სამხრეთ მინაშენს ნახევარწრიული აფსიდი ჰქონია. შედარებით უკეთაა შემორჩენილი ჩრდილოეთ მინაშენი, კონქით, ნახევარწრიული აფსიდით და ტრაპეზის ქვით; ჩრდილოეთ მინაშენის კედლებიდან სამი _ აღმოსავლეთ, დასავლთ და ჩრდილოეთ კედლები შემორჩა. დარბაზი ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთა შორის შემორჩენილია არქიტრავული გასასვლელი. სათავსის დასავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია კამარის ნაწილი. ჩრდილოეთ მინაშენის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში თაღოვანი სარკმლებია. ეკლესიაში დასავლეთ კუთხესთან დევს რელიეფური ქვების ფრაგმენტები და რამოდენიმე ხაჩკარი. ჩრდილოეთ მინაშენში დევს გარედან შემოტანილი სომხურწარწერიანი საფლავის ქვის ფილა.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა