
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერის მიმდებარედ ფერდზე. კომპლექსი შედგება ეკლესიისა და კოშკისაგან.
მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, პლატოზე (ნასოფლარ წვერში). ეკლესია დარბაზულია (8.6X4.6მ.), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. კარები თაღოვანია და აგურითაა გამოყვანილი. დასავლეთის კარი კოშკის აგების შემდეგ გაუქმებულია. სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში თითო თაღოვანი და შიგნით წირთხლებგაფართოვებული სარკმელია. ნაგებობას აგურის დაკბილული ლავგარდანი ქონია, დღეს კი უკვე ქვის თარო კარნიზი შემოსდევს. დახურულია კრამიტით.
მოგვიანებით ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიუდგამთ საყარაულო კოშკი, რაც პლატოს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით იყო განპირობებული (კარგად ჩანს მტკვრის ხეობა და სამხრეთისკენ მიმავალი გზა). კოშკი სწორკუთხაა (4.6X4მ.), ნაგებია რიყისა და ყორე ქვით. კოშკი ოთხსართულიანია. დასრულებულია ორფერდა სახურავით. კედლებში, ყველა სართულის დონეზე სარკმელ/სათოფურებია დატანებული. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. თაღოვანი შესასვლელი II სართულის სამხრეთ კედელშია. ყრუკედლებიანი I სართული სამეურნეო დანიშნულებისაა; ამ სართულზე გაჭრილი თაღებით კოშკი ეკლესიას უკავშირდება. II სართული საცხოვრებელი და საბრძოლოა. მის ჩრდილოეთ კედელში, შუაში ბუხარია, კუთხეებში - ნახევარწრიული ნიშები. აღმოსავლეთით, ეკლესიის სარკმლის გასწვრივ, აქაც სარკმელია გაჭრილი. III სართული საბრძოლოა, მის სამ კედელში ორ-ორი სათოფურია. ასეთივე გადაწყვეტისაა მეოთხე სართულიც. კოშკის რეაბილიტაციის შემდეგ, დასავლეთის კედელში სწორკუთხა სარკმელი გაკეთდა. უკანასკნელ წლებში კოშკის სამხრეთ კედელზე კოშკში ასასვლელი ქვის კიბე მოეწყო. პლატოზე შემორჩენილია აგრეთვე ნამოსახლარის ნაშთები, სადაც მრავლად შეინიშნება კერამიკული მასალა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა