
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
წვირმის მაცხოვრის ტაძარი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამი მხრიდან მინაშენებითა და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კოშკისებრი სამრეკლოთი. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. დარბაზი გადახურულია კამარით. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ინტერიერი მოხატულია. ფრესკები XII საუკუნით თარიღდება. ტაძარი ორი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, მეორე კი - დასავლეთის კედელში. ფასადები სადაა, მხოლოდ დასავლეთ ფასადის კეხში გვხვდება ტოლგვერდა ჯვრის გამოსახულება. ფასადები სადა, თაროსებრი ლავგარდნით სრულდება. ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად თლილი შირიმის ქვით. მინაშენები ნაგებია ყორე ქვითა და ფიქლით. სამრეკლო სვანური კოშკების სტრუქტურასა და სტილისტიკას მიჰყვება. იგი ორსართულიანი ნაგებობაა, რომელიც ორ და ერთმალიანი თაღებითაა გაფორმებული. წვირმის მაცხოვრის ეკლესიაში დაცულია XI-XII საუკუნეების მნიშვნელოვანი ფერწერული და ჭედური ხატები, მაღალმხატვრული გაფორმებით განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას საკურთხევლის წინ მდებარე ჯვარი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა